მექანიკური ფორთოხალი, ბერჯესი, კუბრიკი, ჭუმბურიძ
გამარჯობა სტუმარო! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() ![]() |
მექანიკური ფორთოხალი, ბერჯესი, კუბრიკი, ჭუმბურიძ
| anina |
Mar 30 2010, 12:04 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 22-March 10 წევრი № 4,038 |
,,მექანიკურ ფორთოხალზე” მე ბერჯესი მახსენდება, ჩემს ძმას_ კუბრიკი და ჩემს კიდევ ერთ ნაცნობს_ გია ჭუმბურიძე. აღტაცებული დადიოდა კარგა ხანს, ეს რა მაგარი თარგმანიაო. ჭუმბურიძე საუკეთესო მთარგმნელიაო. კიდევ მიყვებოდა რაღაცებს საერთო ენობრივ ქსოვილზე, თავისუფალი თარგმანის პრინციპებზე და.. და.. კიდევ ბევრ რამეზე. მე ვერ მივხვდი, ,,ეს” რატომ იყო მაგარი თარგმანი და გადავწყივიტე მენახა.
მოკლედ, არსებობს ,,მექანიკური ფორთოხლის” 2 ქართული გამოცემა. 90-იანი წლებისა და 2003-ის (ან 2004). როგორც მითხრეს, თურმე ტექსტი განსხვავებულია, რომ გარემოს ადეკვატური ყოფილიყო. დავდე და შევადარე. 90-იანი წლების გამოცემაში ყველგან ,,მასტი” წერია, 2003-ისაში კი_ კლიენტი. სხვა განსხვავება არაა. ქართული თარგმანის წინასიტყვაობაში წერია, რომ როგორც არსებობს მაჩაბლის შექსპირი, ასევე იქნება ჭუმბურიძის ,,მექანიკური ფორთოხალი”. მოკლედ, ეს არის სლენგით დაწერილი (რუსული სლენგით, ქართველებს სად გვაქვს ეროვნული სლენგი) ალექსის ნაამბობის პაროდია. ბერჯესმა არერეალური სამყაროს აღსაწერად ენა გამოიგონა, რუსიციზმებით და სიტყვათა თამაშებით გაჯერებული ენა. თუკი ორიგინალი დაწერილია ამ ენაზე, ნადცატზე, აქ შიგადაშიგ ეროვნული უგემოვნობები გვხვდება, მაგალითად. ბარი ,,მოლოკო”, ალექსის ბანდის თავშეყრის ადგილი (ასე ამბობს, me and my droogs used to sit in ,,moloko bar") ჩვენთან ასეა გადმოტანილი ბარი ,,ფაქიზო”. თუკი ინგლისურენოვანი მკითხველი კითხვისას ლექსიკონს იშველიებს (ლექსიკონი წიგნს დართული აქვს, ნადცატის ლექსიკონი) და ეს ერთგვარი ეგზოტიკაა, ქართველი მკითხველი წიგნის მეტყველებას ქუჩაში მოსმენილისგან ვერ გაარჩევს .. და კიდევ ერთი, ჭუმბურიძჳს ,,მექანიკური ფორთოხალი” ძველდება. შეიცვლება სლენგი და თავიდან იქნება დასაწერი (თუ მანამდე ვინმემ თარგმნის სხვა საშუალება არ გამონახა), ბერჯესის ვარიანტი კი, მადლობა ღმერთს, უცვლელი რჩება. მოკლედ, აუცილებელია არაა მხოლოდ ქართულ თარგმანზე ვისაუბროთ აქ, მაგრამ მინდოდა, რომ მეთქვა ეს. ვისაუბროთ ამ წიგნზე და მის ეკრანიზაციაზეც |
| ახალი ტიპი |
Apr 2 2010, 02:59 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 24-December 09 წევრი № 2,073 |
QUOTE(anina @ Mar 30 2010, 04:04 PM) ,,მექანიკურ ფორთოხალზე” მე ბერჯესი მახსენდება, ჩემს ძმას_ კუბრიკი და ჩემს კიდევ ერთ ნაცნობს_ გია ჭუმბურიძე. აღტაცებული დადიოდა კარგა ხანს, ეს რა მაგარი თარგმანიაო. ჭუმბურიძე საუკეთესო მთარგმნელიაო. კიდევ მიყვებოდა რაღაცებს საერთო ენობრივ ქსოვილზე, თავისუფალი თარგმანის პრინციპებზე და.. და.. კიდევ ბევრ რამეზე. მე ვერ მივხვდი, ,,ეს” რატომ იყო მაგარი თარგმანი და გადავწყივიტე მენახა. მოკლედ, არსებობს ,,მექანიკური ფორთოხლის” 2 ქართული გამოცემა. 90-იანი წლებისა და 2003-ის (ან 2004). როგორც მითხრეს, თურმე ტექსტი განსხვავებულია, რომ გარემოს ადეკვატური ყოფილიყო. დავდე და შევადარე. 90-იანი წლების გამოცემაში ყველგან ,,მასტი” წერია, 2003-ისაში კი_ კლიენტი. სხვა განსხვავება არაა. ქართული თარგმანის წინასიტყვაობაში წერია, რომ როგორც არსებობს მაჩაბლის შექსპირი, ასევე იქნება ჭუმბურიძის ,,მექანიკური ფორთოხალი”. მოკლედ, ეს არის სლენგით დაწერილი (რუსული სლენგით, ქართველებს სად გვაქვს ეროვნული სლენგი) ალექსის ნაამბობის პაროდია. ბერჯესმა არერეალური სამყაროს აღსაწერად ენა გამოიგონა, რუსიციზმებით და სიტყვათა თამაშებით გაჯერებული ენა. თუკი ორიგინალი დაწერილია ამ ენაზე, ნადცატზე, აქ შიგადაშიგ ეროვნული უგემოვნობები გვხვდება, მაგალითად. ბარი ,,მოლოკო”, ალექსის ბანდის თავშეყრის ადგილი (ასე ამბობს, me and my droogs used to sit in ,,moloko bar") ჩვენთან ასეა გადმოტანილი ბარი ,,ფაქიზო”. თუკი ინგლისურენოვანი მკითხველი კითხვისას ლექსიკონს იშველიებს (ლექსიკონი წიგნს დართული აქვს, ნადცატის ლექსიკონი) და ეს ერთგვარი ეგზოტიკაა, ქართველი მკითხველი წიგნის მეტყველებას ქუჩაში მოსმენილისგან ვერ გაარჩევს .. და კიდევ ერთი, ჭუმბურიძჳს ,,მექანიკური ფორთოხალი” ძველდება. შეიცვლება სლენგი და თავიდან იქნება დასაწერი (თუ მანამდე ვინმემ თარგმნის სხვა საშუალება არ გამონახა), ბერჯესის ვარიანტი კი, მადლობა ღმერთს, უცვლელი რჩება. მოკლედ, აუცილებელია არაა მხოლოდ ქართულ თარგმანზე ვისაუბროთ აქ, მაგრამ მინდოდა, რომ მეთქვა ეს. ვისაუბროთ ამ წიგნზე და მის ეკრანიზაციაზეც რა ფაქიზო, რის ფაქიზო! ბერჯესს სრულიად გააზრებულადა აქვს რუსული სლენგი მაგ წიგნში შემოტანილი და ეგრევე უნდა გადმოვიდეს! მაგ ამბის წინაიტორია კი ისაა, რომ ბერჯესი ლენიგრადში მოხვდა სწორედ მაშინ, როცა თავის რომანზე ფიქრობდა და იმაზე, თუ როგორ ემეტყველებინა თავისი პერსონაჟები. რაღაც სხვისთვის უნდოდა მიეგნო, არ უნდოდა, ჩვეულებრივი ამერიკული სლენგით აელაპარაკებინა ისინი, იმ სლენგით, რომელიც ყველას ყურში იყო უკვე გამჯდარი და ზემოქმედების ძალაც გარკვეულწილად დაგკარგული ჰქონდა. და ლენინგრადში რუსულ სლენგს რომ მოუსმინა, მაშინ გაუნათდა გონება. ძალიან უცნაური ეფექტი ჰქონდა (და ალბათ აქვს ახლაც) მაგ წიგნს. ამერიკელები კითხულობდნენ ინგლისურად დაწერილ წიგნს, სადაც თინეიჯერები რაღაც უცნაურ, ჯადოქრულ ენაზე მეტყველებდნენ. ეს სიტყვები მეორდებოდა და თანდათან, კონტექსტიდან გამომდინარე, ამ სიტყვების მნიშვნელობასაც ხვდებოდნენ, მაგრამ რაც მთავარი იყო, ეს ენა ბოლომდე ზემოქმედებდა. |
![]() ![]() ![]() ![]() |
| გამარტივებული ვერსია | თარიღი: 5th September 2010 - 03:51 PM |