საკონკურსო ნაწარმოებების ჩამონათვალი - კონკურსების არქივი www.litsakhelebi.ge-ს ახალი არტ-კონკურსი ძვირფასო იუზგარებო! მოგეხსენებათ, ჩვენს საიტზე მიმდინარეობს ინტერნეტ-კონკურსების უწყვეტი ციკლი, რაც ნიშნავს, რომ ყოველი კონკურსის დასრულებისთანავე ცხადდება ახალი კონკურსის პირობები და ვადები. პრემიები და საპრემიო თანხები წესდება ყოველი კონკრეტული კონკურსის ჟანრიდან და თემატიკიდან გამომდინარე. უკვე ჩატარდა ორი კონკურსი: „ფოტოჰაიკუ" და „ეშმაკის ბორბალი" და გამოვლენილი არიან გამარჯვებულები. ვაცხადებთ მესამე კონკურსს, სახელად „მეტრო". კონკურსანტებმა მეტროს თემაზე უნდა შექმნა მხატვრული ნაწარმოები. ჟანრი არანაირად შეზღუდული არ არის. საკონკურსო გვერდზე ტექსტუალური მასალის გარდა, შესაძლებელი იქნება ვიდეო, ფოტო და აუდიომასალის ატვირთვაც. ნაწარმოებების შემოტანა იწყება 7 აპრილს და გრძელდება 7 მაისამდე. დაჯილდოება მოხდება კონკურსის დასრულებიდან დაახლოებით ერთ-ორ კვირაში. საკონკურსო ნაწარმოების წარდგენის წესები უცვლელი რჩება: ყოველ იუზგარს საკონკურსოდ შეუძლია მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა. გაითვალისწინეთ, რომ წარდგენილი და გამოქვეყნებული ნაწარმოები იუზგარის მიერ შემდგომ რედაქტირებას არ ექვემდებარება. კონკურსზე შემოტანილი ნაწარმოებები საიტზე განთავსდება ანონიმურად და მათი შეფასება შეეძლებათ როგორც სხვა კონკურსანტებს, ასევე ყოველი კონკურსისათვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის. იუზგარებს უფლება აქვთ ყოველ საკონკურსო ნაწარმოებს ერთხელ მისცენ ხმა და დაუწერონ -2, -1, 1 ან 2 ქულა. ჟიურის წევრებს უფლება აქვთ ყოველ საკონკურსო ნაწარმოებს ასევე ერთხელ მისცენ ხმა და დაუწერონ მას ნებისმიერი ქულა -10-დან 10-მდე ფარგლებში. მათი ხმები ჯამდება და ამ გზით ვლინდებიან გამარჯვებულები. საკონკურსო პრიზებია: I პრემია - 300 ლარი II პრემია - 150 ლარი III პრემია -100 ლარი ჟიურის პრემია - 100 ლარი გარდა ამისა გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა სპეციალური საჩუქრები გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ლათინური შრიფტით დაწერილი ყველა საკონკურსო ნაწარმოები, წაიშლება საიტიდან! გთხოვთ ტექსტები აკრიფოთ ან დააკონვერტიროთ უნიკოდით! (www.convert.ge) საკონკურსო ნაწარმოებების სანახავად, კონკურსების მენიუდან გადადით "საკონკურსო ნაწარმოებების ჩამონათვალში". საკუთარი ნაწარმოების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია
 |