ელ–ფოსტა
პაროლი

ჩვენს შესახებ

 

ვებ-გვერდი litsakhelebi.ge გახლავთ ვირტუალური ბიბლიოთეკა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები. ასევე ქართველ ავტორთა ნაწარმოებები უცხო ენებზე. სერვერი მხოლოდ ლიტერატურით არ შემოიფარგლება. თქვენ შეგიძლიათ აბსოლუტურად უფასოდ გაეცნოთ უიშვიათესი ვიზუალური და აუდიო არტ-მასალის უდიდეს ბაზას, რომელსაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ანალოგი არ მოეძებნება, იხილოთ ახალი წიგნები, შემოქმედებითი სამყაროს სიახლეები, აფიშები და .. მოკლედ, სრულფასოვნად ჩაერთოდ მსოფლიოს შემოქმედებით ცხოვრებაში.

საიტზე არის ორი ძირითადი განყოფილება. "ლიტ.სახელები" და "ლიტ.ნიკები".

"ლიტ.სახელებზე" განსათავსებლად ხელოვნების ნიმუშები შეირჩევა საიტის ადმინისტრაციის მიერ. ამ გვერდზე მომხმარებელი ვერ ატვირთავს საკუთარ ან სხვის ნაწარმოებს. "ლიტ.სახელებზე" მომხმარებელი შემოიფარგლება პასიური მაყურებლის როლით.

"ლიტ.ნიკები" დინამიური გვერდია, რომელსაც მთლიანად აკონტროლებენ მომხმარებლები. ათავსებენ მასალებს, აფასებენ, წერენ კომენტარებს, დღიურს, ურთიერთობენ. "ლიტ.ნიკები" არის ერთგვარი სოციალური ქსელი, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, თითოეულ მომხმარებელს გააჩნია საკუთარი პირადი გვერდი, ქმნის თავის პირად "გალერეას", იმატებს სხვა მომხმარებლებს "მეგობრებში" ან "უოჩ ლისტში", სარგებლობს პირადი შეტყობინებების სისტემით, ადგენს მის მიერ მოწონებული სხვა მომხმარებლების ნაწარმოებების გალერეას და სარგებლობს სხვა მოსახერხებელი ფუნქციებით.

ვინაიდან გვერდი "ლიტ. სახელები" მთლიანად ადმინისტრაციის მიერ კონტროლდება, მას არ აქვს სარგებლობის გარკვეული წესები.

"ლიტ. ნიკების" შემთხვევაში საქმე ცოტათი უფრო რთულადაა :)

"ლიტ. ნიკების" სერვერით სარგებლობის წესები

ნაწარმოების ავტორობა

სერვერი litsakhelebi.ge განკუთვნილია ლიტერატურული ტექსტების, აუდიო და ვიზუალური მასალის განსათავსებლად, ავტორების ან მათ წარმომადგენელთა მიერ.

ნაწარმოებების განთავსებისას, მომხმარებელმა აუცილებელია გაითვალისწინოს საავტორო უფლებები. აკრძალულია სხვისი ნაწარმოებების განთავსება ავტორის თანხმობის ან საავტორო უფლებების მფლობელის გარეშე. თანაავტორობის შემთხვევაში, ნაწარმოების განსათავსებლად აუცილებელია თითოეული ავტორის თანხმობა.

წესებში გათვალისწინებულია ნაწარმოების განმთავსებლის ორი გაგება. ავტორი - ადამიანი, რომელმაც შექმნა ნაწარმოები და მომხმარებელი - ადამიანი, რომელიც განათავსებს ნაწარმოებს საიტზე. ძირითად შემთხვევაში ავტორიც და მომხმარებელიც ერთი და იგივე ფიზიკური პირია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როცა ავტორი და მომხმარებელი სხვადასხვა ადამიანები არიან. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს (ავტორის დამხმარეს) შეუძლია განათავსოს ავტორის ნაწარმოები, ავტორის მითითებისამებრ, შესაბამისად, სერვერით სარგებლობის წესების აღსრულების პასუხისმგებლობა მასზე გადადის, მაგრამ ავტორის სახელის ველში, ავტორის ვინაობა (ან ფსევდონიმი) უნდა იყოს მითითებული.

გარდაცვლილ ავტორთა ნაწარმოებების განთავსება შეუძლიათ მხოლოდ საავტორო უფლების მემკვიდრეებს. ამ შემთხვევაში ავტორის სახელით დაშვებულია მხოლოდ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება. აკრძალულია სხვა მომხმარებლებისთვის კომენტარების ან რეცენზიების დაწერა ამ სამომხმარებლო ანგარიშით.

მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში წაშალოს საკუთარი ნაწარმოებები ან სულაც გააუქმოს საკუთარი ანგარიში. ასევე, ავტორს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას ელ-ფოსტის საშუალებით, რათა გააუქმოს სხვა მომხმარებლის ანგარიში, თუკი ეს უკანასკნელი აქვეყნებს მის ნაწარმოებს თანხმობის გარეშე ანუ თუ ირღვევა საავტორო უფლებები.

პირადი მონაცემები

რეგისტრაციისას, მომხმარებელი უთითებს საკუთარ მონაცემებს. რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის სახელის შეცვლა შეუძლებელია. სხვა ინფორმაცია ექვემდებარება რედაქტირებას მომხმარებლის მიერ, მისი პირადი გვერდიდან.

რეგისტრაციისას, მომხმარებელი მიუთითებს სამომხმარებლო სახელს და ნამდვილ ვინაობას, რომელიც არ გამოქვეყნდება და საიდუმლოდ დარჩება მისი სურვილის შემთხვევაში (ანონიმურობის პრინციპი დაირღვევა, თუკი მომხმარებელი უგულვებელყოფს საავტორო უფლებებს). მომხმარებლის სახელი შეიძლება იყოს ნამდვილი სახელიც და ფსევდონიმიც, ავტორის შეხედულებისამებრ. აკრძალულია ფსევდონიმად უცენზურო სიტყვების გამოყენება.

აკრძალულია ფსევდონიმების გაყალბება - სხვა ავტორის მსგავსი და ვიზუალურად ძნელად გასარჩევი ფსევდონიმის არჩევა, მკითხველის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ასევე, დაუშვებელია სხვა, პორტალზე დაურეგისტრირებელი ავტორის ფსევდონიმით ან სახელით დარეგისტრირება.

ნაწარმოებების განთავსება

ნაწარმოებში იგულისხმება ყველა ლიტერატურული ტექსტი, გამოსახულება, აუდიო ან ვიდეო მასალა.

განთავსებული ნაწარმოებები უნდა იყოს შექმნილი იმ ავტორის მიერ, ვისი სახელიც ან ფსევდონიმიც მითითებულია საავტორო გვერდზე. ციტირება არ არის შეზღუდული, მაგრამ მხოლოდ ციტირების მიზნით დაშვებული მოცულობით. პაროდიის შემთხვევაში, ციტატის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პაროდიის მოცულობას. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გამონაკლისი არ დაიშვება, თუმცა შეგიძლიათ მიუთითოთ გამოყენებადი ნაწარმოების ჰიპერლინკი.

საიტზე დაუშვებელია ისეთი ნაწარმოების გამოქვეყნება, რომელიც საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონით არის აკრძალული (თუმცა, ძალიან გთხოვ, მე გამომიგზავნე ეგ)

აკრძალულია ნაწარმოების სათაურში განსაკუთრებული სიმბოლოების გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება უცხოა ქართული ენაში პუნქტუაციის წესებს, საკუთარი ნაწარმოების გამოსაყოფისთვის ან მკითხველთა განსაკუთრებული ყურადღების მისაპყრობად.

უცენზურო ლექსიკა და ეპატაჟური შინაარსის თუ შემადგენლობის ნაწარმოების განთავსება ნებადართულია, თუ ეს უკანასკნელი არ გამოიყენება საიტზე პირადი ანგარიშსწორებისთვის და სხვა მომხმარებლის პირდაპირი შეურაცხყოფისთვის (დაბალმხატვრულ დონეზე:) ).

სხვა შეზღუდვები

აკრძალულია ავტომატურ რეჟიმში მომუშავე სპეციალური პროგრამების გამოყენება, რეიტინგით მანიპულირებისათვის.

აკრძალულია სარეკლამო ლინკების ან ამავე ხასიათის კომენტარების განთავსება.

სარგებლობის წესების დაურღვევლობა

სერვერით სარგებლობის წესების დარღვევისგან საიტის დაცვა ეკისრება ადმინისტრაციას.

მომხმარებელს, რომელიც აღმოაჩენს დარღვევის ფაქტს, შეუძლია დაუკავშირდეს ადმინისტრაციას, საიტზე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.

ადმინისტრაცია განიხილავს თითოეულ შემოსულ მიმართვას ორი სამუშაო დღის განმავლობაში. მიმართვის მართებულობის შემთხვევაში, ადმინისტრაციას აქვს უფლება ავტორის გაუფრთხილებლად წაშალოს დარღვევის გამოვლინება, მათ შორის ნაწარმოებიც. ამ შემთხვევაში, რათა დაზღვეული ვიყოთ ნაწარმოების განადგურებისგან, ავტორს უკან ეგზავნება ნაწარმოები ელ-ფოსტის საშუალებით, მის სამომხმარებლო გვერდზე მითითებულ მისამართზე. თუ დარღვევა არ არის ნაწარმოებში და ფიგურირებს სხვაგან, მაგალითად კომენტარში, ელ-ფოსტა არ იგზავნება.

ავტორს შეუძლია გააპროტესტოს ადმინისტრაციასთან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება (აბა მიდი). საქმე განიხილება და გადაწყვეტილება ეცნობება ავტორს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ადმინისტრაციის შეცდომის შემთხვევაში, წაშლილი ნაწარმოები ექვემდებარება აღდგენას.

სერვერით სარგებლობის წესების სისტემატიური დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციას აქვს უფლება გაუფრთხილებლად გააუქმოს დამრღვევის სამომხმარებლო გვერდი, წაშალოს მისი ანგარიში და მთელი მისი აქტივობის ისტორია საიტზე. და ტყუილად ცდილობთ მეორედ დარეგისტრირებას.

პრობლემების ან კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მაქსიმალურად გასაგებად (შეძლებისდაგვარად) და დაწვრილებით აღწეროთ და ჩამოაყალიბოთ საკითხი.

ბარაქალა თქვენ თუ აქამდე ჩაიკითხეთ, გაგარინი მოგესალმებათ ორბიტიდან და წარმატებებს გისურვებთ თქვენს არტ-საქმიანობაში. აი პირად ცხოვრებაზე რა მოგახსენოთ. ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს.