ელ–ფოსტა
პაროლი

საკონკურსო ნაწარმოებებში დაბრუნება

მე, ჩემი დარტყმული მეორე მე და პროექტი “აპოკალიპსი”

ჩვენ ვიმყოფებით მეტროს მიტოვებულ სადგურზე. 600 კვადრატული მეტრის დარბაზში. 250 მეტრით ქვეით მიწიდან და ჩემი სახლიდან. ჩემს თავზე 1200 ნეონის ნათურაა. სპეციალური განათების სისტემა 30 გრადუსითაა დახრილი. ეს ნიშნავს რომ ნათურები ეხლა ქმნიან დღის 3 საათის განათების ეფექტს. მრგვალი სადგურის ჭერი პლაზმური ეკრანია და მოწმენდილ ცას აჩვენებს. ხელოვნური ბოლისგან შექმნილ ღრუბლებს ცაზე პროგრამული სისტემა შემთხვევითი ამორჩევის წესით ანაწილებს. განათება და ამინდი იგივე პროგრამულ პაკეტში შედის. ეს პროგრამა ჩემი დაწერილია.
მე კიბეების მაღლა მოწყობილ ტრიბუნაზე ვდგავარ და მთელი ძალით ვყვირი:
- დღეს ჩვენ სამყაროს შეცვლას ვიწყებთ!
დღეს ჩვენ ისტორიის ვქმით!
კიბეების ქვევით შეგროვილ ხალხს თვალს ვავლებ.
მეტროს ეს სადგური წარმოადგენს მთავარ მოედანს და დასასვენებელ პარკს.
გამწვანების ირიგაციის და ზრდის პროცესს ისევ და ისევ ჩემი პროგრამა აკონტროლებს!
-ჩვენ ღმერთმა აგვირჩია!
დორბლებს ვყრი. ეიფორიაში ვარ. სიმართლე ისაა რომ მე კარგი ორატორი ვარ. მე მიყვარს ლაპარაკი. მე მიყვარს ხელებით ჟესტიკულაცია. მე მიყვარს სახის მიმიკები. მე მიყვარს ჩემი ემოციების დორბლებით ეგზებიცია პუბლიკის წინ.

-მე არ გამომცხადებია ღმერთი. არ უთქვამს: შეკარი კიდობანი და შეიყვანე შიგნით ამდენი წყვილი რქოსანი და ამდენი წყვილი ურქო პირუტყვი. დაივიწყეთ! ღმერთი 21 საუკუნის ადამიანებს არ ეცხადება! ჩვენ განსხვავებული თაობა ვართ. გენიოსების. მეცნიერების. მაღალი ტექნოლოგიების. შიზოფრენიის. ჩვენ ღმერთი აქ გვყავს-თავისკენ ვიშვერ თითს. ველოდები ხალხის რეაქციას. ორატორისთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი წინადადებებს შორის პაუზაა. შენ თვალს ადევნებ მსმენელის რეაქციით შევსებულ სივრცეს. ეს პაუზა დაუსმელ კითხვას ნიშნავს: განა თქვენ ასე არ ფიქრობთ? და დარბაზი გამოხატავს თავის ემოციას. ეფორია. კივილი. ყვირილი. ტაში.
მე 21 საუკუნის ამპარტავნებით დაავადებული მანიაკი ვარ!
მე მიყვარს ჩემი თავი.
-ღმერთი ჩემს ტვინში ამბობს: გადაარჩინეთ სამყარო! გადაარჩინეთ ჩემი ხელოვნება! იხსენით გონებაშეზღუდული ადამიანების ბოროტი ზრახვებისგან!

კარგი ორატორი განისაზღვრება პუბლიკაზე ზემოქმედების უნარით. თუ პუბლიკა გრძნობს იმას რასაც მე, მაშინ მიზანი მიღწეულია.
მე ემოციის ცეცხლი მიკიდია.
ხალხს ემოციის ცეცხლი უკიდია.
და ვაგრძელებ:
-ჩვენ ბევრი გაჭირვების გადატანა მოგვიწევს. წლების მანძილზე ვერ ვნახავთ მზეს. ვიცხოვრებთ სივიწროვეში. დაგვემართება ჩაკეტილ სივრცესთან დაკავშირებული დაავადებები. თუმცა ეს წვალება ღირს კაცობრიობის გადასარჩენად. ჩვენ ახალი რასა ვართ. მიწისქვეშ დაკონსერვებული წმინდანების!
ჩვენ გვახრჩობს ეიფორია. დღეს პირველი დღეა რაც მე ოფიციალურად გავხდი ღმერთი. ჩემი მიწისქვეშა ქალაქი მზადაა დაიჯეროს ჩემი სიტყვები. რადგან მე მათთვის მხსნელი ვარ. რჩევა დამწყებ გიჟებს: ღმერთად ყოფნისთვის აუცილებელია ხალხის სიყვარული და ერთგულება. აქედან დაიწყეთ!
აღტაცება ჩემს ტვინში ჩურჩულებს:
ეს შენი წუთია! აიღე ეს წუთი! დატკბი ამ წუთით!
მე ვტკბები წუთებით.


6 წლის წინ როცა ამ ადგილად პირველად ჩამოვედი მხოლოდ ჩაბნელებუული, მეტროს მიტოვებული სადგური იყო. ნახევრად წყლით სავსე. ვირთხებით და ქვეწარმავლებით გავსებული. მაგრამ როგორც კი აქ ფეხი შემოვდგი მაშინვე მივხვდი ჩემი იდეის სისწორეში.
Mმიტოვებული მეტრო შედგებოდა სამი სადგურისგან და მათი დამაკავშირებელი გვირაბებისგან. ეს ხაზი ქალაქის მეტროს პროექტში არ შედის. მშენებლობის დროს აღმოჩნდა რომ სადგურის ქვეშ წყალქვეშა მდინარე გადიოდა და პროექტი გაჩერდა.
Eეს ყველაფერი მამაჩემისგან ვიცი. მამაჩემი მშენებლობის სათავეში იდგა და როცა საბჭოს მოხსენება წაუკითხა მიწისქვეშა მდინარის შესახებ, უბრძანეს პროექტი დაეხურა. მდინარის კალაპოტის შეცვლა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მეტროს ხაზი სხვა ტრაექტორიით გაიყვანეს. მშენებლობა შეჩერდა. თუმცა მამაჩემს მეტროს სადგურები არ დაუნგრევია. უბრალოდ იმის გამო რომ დაეზარა.
ის ყველაზე იღბლიანი ადამიანი იყო ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. ის იგებდა ნებისმიერ გათამაშებას. ნებისმიერ ლოტოს. ნებისმიერ ლატარიას. აფთიაქში მე-1000-ე მყიდველის პრიზს, ბანკში მემილიონე მეანაბრის პრიზს. ტოტალიზატორში კალათბურთის ფრეებს იცნობდა და ამისთვის სულაც არ ჭირდებოდა ცოდნოდა რომელი გუნდები თამაშობდნენ. უბედურება ის იყო რომ მამაჩემი აზარტული არ იყო. სამსახურს თავი 36 წლისამ დაანება. სმა დაიწყო. 1 წელში თავისი სასმელი გამოიგონა. ანწლის წვენის და არაყს ურევდა ერთმანეთში. ამ სასმელის მეშვეობით ის უდარდელად და არხეინად გამდიდრდა. 2 წელში მამაჩემის სასმელი ყველა ქვეყანაში მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. სიმართლე ის არის რომ ამ სასმელს განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გარდა მამაჩემის იღბლის. მე მას ეხლა ძვირიან კოსტუმებში ვხედავდი. თავისი კომპანიის კაბინეტში. სავარძელში. მუდამ სიგარით და ანწლის არყით. მამაჩემი ყველაზე მხიარული ადამიანი იყო სამყაროში. მისი გარდაცვალების მერე მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს რომელსაც ასე ყვარებია სიცოცხლე. მან სამსახურში 30 წლამდე დიდ მკერდიანი ქერა გოგოები აიყვანა და დაცვა შესასვლეში ყველას ამოწმებდა, მოკლე კაბებით რომ ეარათ. ეს ისე გასართობად. რომ ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი არ ყოფილიყო. მე მიყვარდა მამაჩემი. უდარდელი. არხეინი. წიგნწაუკითხავი გენიოსი!

სანამ სკოლაში დავდიოდი ის არასდროს დაინტერესებულა ჩემი ნიშნებით. საერთოდ არ აქცევდა ჩემს განათლებას ყურადღებას. მხიარული იყო. მუხლებზე დამისვამდა და მეფერებოდა. ძილის წინ ზღაპრებს მიყვებოდა. მის წითელქუდას მგლები ხან აუპატიურებდნენ ხან ხეზე აბამდნენ და აწამებდნენ. მისი ჩექმებიანი კატა ზღაპრის ბოლოს სისხლისმსმელი ვამპირი აღმოჩნდებოდა. მისი ალისა საოცრებათა ქვეყანაში გალოთდა. პრინცი მზეთუნახავს აღვიძებდა კოცნით და მერე მზეთუნახავ პრინცს იწუნებდა: ფუ რა მახინჯი ხარო! მაგრამ ეს ყველა ტრაგედია მისი სიცილ;ით მოყოლილი ყველა კომედიურ შოუზე სასაცილო იყო. სულ მეფერებოდა. მე არ მახსოვს გაბრაზებული მამა. მე მიყვარდა მისი უდარდელობა. მისი სიცილი.
ჩემი აქ ყოფნა მამაჩემის დამსახურებაა. მან მე 2 მილიარდი დამიტოვა. 2-იანი 9 ნოლით!!! Dდასახარჯადაც ბევრია.
Mმე აქამდე ვარ ვიპოვე ლოგიკური ახსნა რატომ იყო ის ასეთი იღბლიანი.
მაშინ როცა ადვოკატი თანხაზე მესაუბრებოდა აზრზე არ ვიყავი რაში შეიძლებოდა დამჭირვებოდა ამდენი ფული. მამაჩემი ამბობდა: ფული სასაცილო ქაღალდებია. მე მჯერა რომ ამ სასაცილო ქაღალდებს შენ მომავლის კეთილდღეობად აქცევ!
აი როგორი იყო მამაჩემი. კეთილი!
დედა ჩემს დაბადებას გადაყვა. მას მხოლოდ სურათებიდან ვიცნობდი. მამა მარტო მზრდიდა. ალბათ ეს არის მიზეზი რის გამოც ფლეიბოი გამოვედი.
მე მიყვარს ქალები. ქალები ნუშის თვალებით. ქალები ვიწრო წელებით. ქალები დიდი ძუძუებით. ქალები ქერა თმებით. ქალები ნაწნავებით. ქალები გრძელი ფეხებით. ქალები ლამაზი ღიმილით. ქალები სავსე თეძოებით. ქალები!
რატომაც არა! მე ახალგაზრდა, სიმპათიური მილიარდერი ვარ. ვერთობი!
დავუბრუნდეთ ისევ ჩემი სკოლის პერიოდს. მიუხედავად მამაჩემის აგდებული დამოკიდებულების სწავლის მიმართ, მე მეხუთე კლასიდან მოყოლებული გიჟი გენიოსი ვიყავი. მიყვარდა ყველა რთული საგანი, რომლის ხსენებაზეც სხვა მოსწავლეებს სახე ემანჭებოდათ. როცა ჩემი ტოლები ეზოში ფეხბურთის თამაშობდნენ ან ეძინათ, მე ფიზიკის და ქიმიის რთულ ამოცანებს ვიყვანდი. ეს იყო ჩემი და სამყაროს ურთიერთობა. ჩვენი საიდუმლო სერობა. მე 11 წლის სათვალეებიანი ბიჭი ვიყავი და ისიც გასაგებია რომ ჩემნაირი ბიჭი გოგოებს არ მოსწონდათ. არც კლასელი ბიჭები მაქცევდნენ ყურადღებას. ისინი მხოლოდ მანქანებზე, ბოქსზე და ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. მე მათთან საერთო არაფერი მქონდა. რაზე უნდა მესაუბრა მათთან? გამარჯობა, იცი რა არის ცენტრიდანული აჩქარება? ან რა განსხვავებაა ტუტეს და მჟავას შორის. თქვენც ხედავთ რომ დასაცინია. Aაი ამიტომ ვიჯექი მე მერხზე დასვენების დროს როცა ჩემი კლასელები სიგარეტის მოწევას და უწმაწური ლექსების წერას ეჩვეოდნენ ტუალეტში. რა კარგი ბავშვი ვიყავი. როგორი სუფთა. კარგი იქნებოდა ასეთი დავრჩენილიყავი.
როგორც სკოლაში ხდება ხოლმე ზოგი კლასელი ცდილობდა ჩემს დაჩაგვრას. ამას ადვილად ახერხებდა. ჩემში არ იყო არანაირი აგრესია და არც არანაირი შეპასუხების სურვილი. მე მეცნიერი ვიყავი. ჩემი თავი გატენილი იყო ჰიდრავლიკური წნეხებით. E კინ=მვ2/2 , E პოტ=მგჰ ფორმულებით, მენდელეევის ცხრილის ელემენტებით, ჩაჩლ2+2AგNO3=ჩა(NO3)2+2Aგჩლ , ქიმიური რეაქციებით. კოში-ნიუტონის განტოლებებით. Aა1,ა2,ა3,ა4,ა5…ან…უსასრულო მიმდევრობებით, Aა1,ა2,ა3,ა4,ა5…ან სასრულო მიმდევრობებით. ფუნქციებით. განტოლებებით. სისტემებით. მატრიცებით.
მშვენიერი მასალა ვიყავი დასაცინად. მე პასუხს არავის ვცემდი. საერთოდ არ მაინტერესებდნენ ისინი. ხშირად მცემდნენ. მართმევდნენ ჩანთას. მიტრყამდნენ წკლიპურტებს და პანჩურებს. ნაგვის ყუთს მაცმევდნენ თავზე. ჩემგან საპასუხოდ არაფერს იღებდნენ.
Mმე-11 კლასში ყველა მეცნიერული წიგნი წაკითხული მქონდა რაც შეეძლო წაეკითხა პროფესორს და დოქტორს. ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით კატასტროფული სისწრაფით ვკითხულობდი. ჩემი გონება სინათლის ნიაღვარი იყო. ინფორმაციას წამის მეასედებში ამუშავებდა და ინახავდა.
როცა სკოლა დავამთავრე უნივერსტეტში ჩაბარება დამეზარა. რა უნდა მესწავლა იქ? ჩემი თავისუფლების წლები დაიწყო. მე გადავდე სამეცნიერო
წიგნები გვერდზე. ლიტერატურით დავინტერესდი. ვკითხულობდი ფილოსოფიას. ფსიქიოლოგიას. კლასიკურ პროზას. რომანტიზმს. ნატურალიზმს. დადაიზმს. რეალიზმს. ჰუმანიზმს. სურეალიზმს. ეგზისტენციალიზმს. სიმბოლიზმს. მოდერნიზმს. პოსტმოდერნიზმს.
და მწერლებმა მე მასწავლეს ვყოფილიყავი თავისუფალი! შემეყვარებინა ჩემი თავი! მებრძლა საკუთარი ადგილისთვის საზოგადოებაში!

აქედან იწყება ჩემი ბარებში სიარული. ლოთობა. ქალები. ჩხუბი. მალე ეს ბუნებრივი მოვლენა გახდა ჩემთვის. თუ სარკეში ვხედავდი რომ სახეზე არცერთი სილურჯე არ მქონდა ჩემით ვისისხლიანებდი თავპირს. ჩხუბი ძირითადად ღამის 12 საათის მერე იწყებოდა. როცა ლოთები ბარის უკან შეიკრიბებოდნენ. წრეს გააკეთებდნენ და შენზე ფულს ჩამოვიდოდნენ. ეს ისეთი რომანტიული იყო, ისეთი გულისშეძვრამდე ფაქიზი, რომ ხანდახან ჩხუბის წინ ცრემლები მადგებოდა.
თავიდან სუსტი ვიყავი და ძირითადად მცემდნენ. Aამან მაიძულა სპორტზე მევლო. ბარმენმა მირჩია ბოქსზე შევსულიყავი, დარბაზის მისამართი მომცა. მითხრა; ყველაზე კარგი ტრენერი სირბილაძეა, მაგრამ შენ არ აგიყვანს. და სიცილით გასკდა.
Mმეორე დილით დარბაზში მივედი, სირბილაძე ვიკითხე, მწვრთნელის წინ დავდექი და მთელი სერიოზულობით ვუთხარი:
Mმე მინდა შენთან ვიარო!
მწვრთნელმა დამათვალიერა. რაც დაინახა იყო 65 კილოგრამი ძვლები, ნაზი კანი და სათვალე. მე დაცინვას მოველოდი. მე ხვეწნისთვისაც მზად ვიყავი.
-ხვალ 9 საათზე მოდი, სპორტულებით!
ამ კაცმა ჩემში უდიდესი შემართება დაინახა ჩემი 65 კილოგრამი ძვლების და ნაზი კანის მიუხედავად და მე ამისთვის მისი მადლობელი ვარ.
_დავალება მაქვს შენთან! _ხელი მხარზე დამადო, ჩემს ყურთან დაიხარა:
_მე მინდა დღეს გულის არევამდე Yჭამო.
ჩვენ გავიცინეთ. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და მე ბოქსიორი გავხდი.
2 წელიწადში მოყვარულებში 80 კილოგრამ კატეგორიაში პირველი ადგილი ავიღე.
მე რინგის მეფე გავხდი. ჩემი კუნთები დახეთქილი ბროწეულები იყვნენ, ჩემი პრესი სამხედრო პარადზე ჩავლილ ტანკებს გაუძლებდა. სახე გამევსო. მხრები დამიმრგვალდა. სათვალეს აღარ ვატარებდი. ლინზებს ვხმარობდი.
Aაი, ასე დავიწყე პირველად გოგოების შებმა. ისინი გიჟდებოდნენ ჩემზე.
Aანი. მარი. ნათია. ნინო. ელენე. ეკა. სალომე. თიკა. ყველა
ჩემი მზერა ახლა იყო თვითდაჯერება, აგრესია, სურვილი.
Mმე დავივიწყე მეცნიერი. თუმცა ის ისევ ჩემში ცხოვრობდა. ვცდილობდი არ ჩამოვრჩენილიყავი მოდას. თან ვყოფილიყავი განსხვავებული. მეცხოვრა სპორტულად. მე ყველასთვის სასურველი მილიარდელი ვიყავი. ჩემი სურვილები დღითიდღე იზრდებოდა. მე მინდოდა ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატვა. მე ლექსების წერა დავიწყე. გიჟი სპორტსმენის პოეზია. მე კარგი პოეტი ვიყავი.
მე მოედნებზე ვყვიროდი ლექსებს. მე დარბაზებში ვყვიროდი ლექსებს. მე შეკრებებზე ვყვიროდი ლექსებს. მე ტელევიზორში ვყვიროდი ლექსებს. მე რადიოში ვყვიროდი ლექსებს. მე გიჟი ვიყავი. მე სხვებსაც ვაგიჟებდი. ჩემში დაუკმაყოფილებელი ჟინი იყო. ის სულ მეტს და მეტს ითხოვდა.
-მიდი! იყავი გიჟი! გააგრძელე გიჟად ყოფნა! –კიოდა ის. Dდა მეც ჩემს გაგიჟებას გამოვხატავდი მუშტების ქნევით. ლექსებით. სექსით. მაგრამ მე უფრო მეტი მჭირდებოდა. ჩემს ნიჭს ხალხის თაყვანისცემა უნდოდა. აღიარება უნდოდა. გაღმერთება უნდოდა.
აი როგორ დაიწყო ის პროექტი რომელსაც ეხლამე სათავეში ვუდგავარ.
დააბრალეთ ყველაფერი ჩემს ჟინს!

აპოკალიფსი ახლოს არის! სამყაროს იმდენი საფრთხე ემუქრება. ის წვრილ ძაფზე ჩამოკიდებული ქანქარა და ვერავინ იწინასწარმეტყვლებს როსდის რა მოუვა.
ატომური ბომბი აქვს ამერიკას. ატომური ბომბი აქვს ჩინეთს. ატომური ბომბი აქვს რუსეთს. ატომური ბომბი აქვს ჩრდილოეთ კორეას. ვინ გამოიცნობს ხვალ როგორ ხასიათზე იქნება ამერიკა? ჩინეთი? რუსეთი? ჩრდილოეთ კორეა?
გამოსავალი ორია: პირველი, გაიქცე სადაზღვეო კომპანიაში. მონახო შენთვის მოსახერხებელი სადაზღვეო პაკეტი. დაეზღვიო.
მეორე, ეძებო თავშესაფარი ბომბებისგან.
პირველი ვარიანტი სისულელეა. მიუხედავად სატელევიზიო რეკლამების, ატომური იარაღი უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი სადაზღვეო კომპანიის გარანტია. თუ კატასტროფა მოხდა შენ მათგან მუხის კუბოსაც ვერ გამორჩები. დაივიწყე პირველი ვარიანტი!
რჩება მეორე. თავშესაფარი ატომური კატასტროფისგან. აი, აქ მახსენდება მამაჩემის დაუნგრეველი მეტროს სადგურები. ისინი 250 მეტრის სიღრმეზე არიან. თუ მათ ბეტონის კედლებს გაუკეთებ, საუკუთესო თავშესაფარი იქნება. ქვევით შეგიძლია მშვიდად დალიო ყავა და ილაპარაკო პოეზიაზე როცა შენს ზევით ტოქსიკურად აღგრძნებული მოლეკულები ერთმანეთთან სექსით გაერთობიან.

ჩემი გეგმის განსახორციელებლად მთავარი იყო მეტროს ქვეშ წყლის დიდი მარაგი ყოფილიყო.
Pპირველად მარტო წავედი ამ ადგილის საანახავად. არასდროს ვყოფილვარ აქ. მაგრამ ადვილად მივაგენი. ეს არის ადგილი ზღვის სანაპიროდან 200 მეტრის მოშორებით. გამიკვირდა რად უნდოდათ ამ მივარდნილ სანაპიროზე მეტროს გაყვანა. სავარაუდოდ მთავრობა ამ ადგილას საცურაო ზოლის გაკეთებას გეგმავდა და პროექტი ჩავარდა. ან რაიმე სამხედრო მიზნისთვის.Eსხვა ახსნა ვერ მოვძებნე.
Mმეორეჯერ აქ მიწისქვეშა წყლების სპეციალისტთან ერთად მოვედი. გამოკვლევის შემდეგ მითხრა: ეს ტოტი კავკასიის მთების სიღრმიდან მოდის. ვფიქრობ ძალიან დიდი მოცულობის წყალია. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს წყალქვეშა ტბიდან მოედინება.
-ძალიან კარგი!-ერთი დარტყმით ნოკაუტში ჩავაგდე. მე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი. მე არ შემეძლო მისი გაშვება. ჩემს მუსტანგთან მივიტანე მხარზე გადადებული. გავკოჭე. პირი ლენტით ავუკარი, საბარგულში ჩავაგდე. საბოლოოდ ჩემი სახლის სარდაფში ჩავკეტე. ის ჩემი პირველ პატიმარი იყო. შეგიძლიათ მიულოცოთ!
Mმე კმაყოფილი ვიყავი. ჩემი თავი ენდორფინების შადრევანს ასხამდა. ჩემი ამბიცია ფეხს იდგამდა. როგორც ჩანს მამაჩემის იღბალი გამომყვა. პირველ დაბრკოლებას გავუმკლავდი. მაგრამ მარტო ამხელა საქმეს ვერ შევეჭიდებოდი. მე დამხმარე გუნდი მჭირდებოდა. რომლებსაც უსიტყვოდ ვენდობოდი. რომლებიც ჩემი იდეოლოგიით შეპყრობილი შიზოფრენიკები იქნებოდნენ. თუ გაითვალისწინებთ ჩემს ორატორულ ნიჭს მაშინ არ გაკიკვირდებათ რომ მე ესეთი 100 ადამიანი 3 თვეში ვიშოვნე. მე ყველა მათგანის მჯეროდა. მე არმია შევქმენი.
პროექტი დაიწო. გამოწვევა მივიღე. ჩემი კანდიდატურა ღმერთის პოსტზე წამოვაყენე. მე ვიყიდე დიდი რაოდენობით იარაღი. ასეთი პოსტისთვის ბრძოლის დროს შენ გჭირდება ძალაუფლება. იარაღი აუცილებელი პირობაა ძალაუფლებისთვის. დახურულ შეკრებაზე მოვიწვიე 500-მდე არქიტექტორი, მშენებელი და ინჟინერი. ვუთხარი მათ: თქვენ მიიღებთ ათჯერ მეტს ვიდრე გიხდიან. თუ თქვენ დაემორჩილებით ჩემს წესებს.
თქვენ იცხოვრებთ იქ სადაც მოგიწევთ მუშაობა 5 წლის განმავლობაში.
Aამ წლების განმავლობაში არასდროს დატოვებთ ტერიტორიას. არ გექნებათ არანაირი კავშირი ახლობლებთან. ჩემი დაცვა გაყვება ყველა საშენი მასალის მოსატანად წასულ მანქანას. ვინც წესებს დაარღვევს ესვრიან.
წესები მკაცრია მაგრამ მე მიწევს ასე მოქცევა. სამყაროს საფრთხე ემუქრება. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. მე შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ რომ გასაიდუმლოებული ორგანიზაციის აგენტი ვარ. საქმე რომელსაც თქვენ გააკეთებთ ჩვენი მომავლის გადასარჩენად კეთდება. მე ვერ დავუშვებ რომ ამ პროექტის შესახებ გაიგონ ჩვენმა მტრებმა. ამიტომ ამ წუთიდან მე კონტროლს ვიღებ თქვენზე. თუ ვინმე წინააღმდეგია ჩემი პირობების ეხლავე დატოვოს დარბაზი. მხოლოდ სამი წავიდა. რა თქმა უნდა სამივე ჩემმა დაცვამ დაიჭირა.
-5 წელში თქვენ თავისუფლები და მდიდრები იქნებით!

სამუშაო ბევრი იყო. შრომატევადი. დროში ვიყავი შეზღუდული. ატომური კატასტროფა ყოველ წამს შეიძლება მომხდარიყო.
მშენებლებს მეტროს გვირაბებიდან წყალი ამოვაშრობინე. სადგურები გავამაგრეთ და ჩავაბეტონეთ. სადგურის თავზე გაჩნდა 250 მეტრი ბეტონის დამცავი ფარი. იმისთვის რომ საიდუმლო მშენებლობა შემენიღბა დავიკანონე მიწისნაკვეთი და დავიწყეე მეტროს სადგურის თავზე სახლის აშენება. 1 წელში წყალგაყვანილობა მოვაწესრიგეთ. ავაშენეთ ჰესი. გამოვყავი 100 მუშა რომლებსაც უფრო გასაიდუმლოებული პროექტები ჩავაბარე.
როცა ყველა სადგური და გვირაბი განათდა. დავინახე რამხელა სივრცე იყო. სამი დიდი სადგური. 4 კილომეტრის სიგრძის გვირაბებით. გვირაბები 15 მეტრამდე გავაგანიერეთ და სახლები ჩავდგით. პროექტი გათვლილი იყო 500 მაცხოვრებლისთვის. მინები მარტივი კონსტრუქციით ავაშენეთ. აქ ფუფუნებაში საცხოვრებლად არავინ აპირებდა ჩამოსვლას. უბრალო ოთახები. სკამები. მაგიდა. მაცივარი. სარეცხო მანქანა. სააბაზანო.
Dდავწერე პროგრამა რომელიც საათების მიხედვით ცვლიდა განათებას და გარემოს ბუნებრივ ეფექტს აძლევდა. ჭერი და კედლები პლაზმური ეკრანებით დავფარე. ხელოვნური ღრუბლები და ამინდი პროგრამის ნაწილი იყო. ისევე როგორც ირიგაცია და გამწვანების სისტემა. თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა 5 წელში მე მიწისქვეშა ქალაქი მექნებოდა. თავიდან ბოლომდე მოწყვეტილი სამყაროს.

მე ისევ ეიფორიაში ვარ. აგრესიულად აღგზნებული და განვაგრძობ ლექსების წერას. მალე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდები.
მე ესა და ეს! (სახელს და გვარს არ დავწერ, მე ეხლა აღარ მინდა რომ თქვენ ჩემი ვინაობა იცოდეთ!) თუმცა მაშინ გვირაბებში დავრბოდი მომავალი გეგმებით აღტაცებული და ვყვიროდი ჩემს სახელს.

3 წლის შემდეგ მე მდიდრული სახლი მქონდა. ჩინური კონსტრუქციით. ფენ შუის ოსტატების აშენებული. მე ჩემი ტერიტორია მაღალი მესერით შემოვღობე და ალუბლები გავაშენე. მთელ ბაღს იცავს ჩემი არმია. ჭიშკარს, სახლს,სარდაფს, სარდაფის ლიფტს 6 ნიშნა კოდები აქვთ რომელიც მე და ჩემმა არმიის წევრებმა ვიცით. ლიფტი ჩადის მეტროს მთავარ სადგურზე.

5 წელში მშენებლობა დამთავრდა. ყველა დეტალი გავითვალისწინე რაც შეიძლება ატომური კატასტროფის დროს მოხდეს: ჰაერის კონდიცირების სისტემა კავკასიონის მთებზე გადის მიწისქვეშა სადენებით. ამ სიმაღლეზე ნებისმიერი კატასტროფის დროს ჰაერი სუფთაა. მიწაში გამომწყვდეულები კავკასიონის მაღალი მწვერვალების სუფთა ჰაერს ვისუნთქებთ! ეს ისე ადამიანებო, რომ ირწმუნოთ ჩემი სასწაულების! სასმელი წყლის, დენის, განათების, ირიგაციის პრობლემა გადაჭრილია. მეორე სადგურზე ჩემი რეზიდენციაა. რეზიდენციის გარშემო ჩემი არმიის შტაბი. მესამე სადგური სამ ნაწილად გავყავი. პირველ ნაწილში იარაღის საწყობი გავაკეთე. მეორე ნაწილში საკვები პროდუქტების და ყოველდღიურად საჭირო ნივთების დიდი საწყობი. მესამე ნაწილი საპატიმროა, რომელშიც ყველა მშენებელი ჩავსვი. ისინი ყვიროდნენ. მაგინებდნენ. მეხვეწებოდნენ. მუხლს მიდრეკდნენ. სულ ერთი იყო! მე შეუვალი ვიყავი! არავის არ უნდა გაეგო ამ სადგურების არსებობა. ფილოსოფიური კუთხით თუ მოვინდომებ თავის გამართლებას შემიძლია ვთქვა: მიზანი ამართლებს საშუალებას!
მთავარი საქმე წინ მქონდა. უნდა შემეგროვებინა ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა გადარჩენას. გენიოსები. პროფესორები. მსოფლიო ჩემპიონები. ექიმები. მსოფლიოს ულამაზესი გოგოები. მწერლები. მოდელები. მე ახალ რასას ვქმნიდი. ზე-ინტელექტუალურს. ზე-მშვენიერს. ზე-ადამიანურს. ახალ ცივილიზაციას. ახალ ისტორიას. მე ღმერთი უნდა გავმხდარიყავი. ეს ჩემი საარჩევნო კამპანია იყო. მე ვგრძნობდი ძალაუფლებას. გულში მსოფლიო ენერგიის ძრავი მედგა. ჩემს ძარღვებში მილიონი ენერგეტიკული სასმელის ამინომჟავები შუშხუნებდნენ. მე ეიფორია ვიყავი. მე გიჟი ვიყავი.
როგორ მიყვარდა ჩემი თავი!
მე ჭკვიანი. მე ათლეთი. მე სიმპათიური. მთელ სამყაროს აბოდებდა ჩემზე. მთელი სამყარო მითხოვდა მე. მთელი სამყარო მიხრიდა თავს.

პროექტისთვის რაიმე სახელი უნდა დამერქვა. ბევრი არ მიფიქრია. პირველი თავში
“აპოკალიფსი” მომივიდა და ესეც დავარქვი. 500 საცხოვრებელი მოსაწვევი გავაკეთე. ჩუმად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს. ვხვდებოდი მათ იაფფასიან ბარებში. დიდი ქუდით და შავი სათვალეებით. ვახვევდი მათ ჩემს ორატორულ ენას ყელზე:
-სამყარო ერთი დიდი ბომბია-ვყრიდი დორბლებს-ბომბებს.
დააჭერს ვინმე ხელს წითელ ღილაკს. მწვანე ღილაკს. ლურჯ ღილაკს და ბუმ!!!@
გავქრებით! ეს საფრთხე ისე ახლოა. იფიქრეთ! იფიქრეთ! თორემ წითელი ღილაკები, მწვაე ღილაკები, ლურჯი ღილაკები დაგასწრებენ ფიქრს. და ბუმ!!!
მე აფეთქებისას ვბერავდი ლოყებს. ხელებით ვხაზავდი წრეებს. მე გიჟი პოეტი ვიყავი. მე ნამდვილი ემოციები მქონდა. მე ნამდვილი ვივაყი.
ზოგი ფიქრობდა წუთს. ზოგი ფიქრობდა საათს. ზოგი მაშინვე ამბობდა კის. ზოგი ხელიდან მტაცებდა მოსაწვევს. ზოგი ამბობდა: გენიალურია! მომეცი ორი! მომეცი სამი! მომეცი ოთხი!
Mმოიცა!
15-მა მითხრა: მოვიფიქრებო. მე მათ რეი-ბანების ზევიდან შევხედე და ვუთხარი: ბუმ!!! ბუმ მკვდარო ადამიანები!!
ხელებით დავხაზე წრეები. ლოყებით ავფეთქდი. დDა 15 ვე იმ დღესვე საპყრობილეში წავიყვანეთ.
პროექტი “აპოკალიფსი” იდგა ყველა ღირებულებაზე მაღლა. მთავარი იყო დიციპლინა. სიმკაცრის გარეშე ყველაფერი ჩაიშლებოდა. მე მზად ვიყავი ნახევარი სამყარო დამეჭირა თუ საჭირო იქნებოდა.
500 მცხოვრები შევაგროვე. ახლა რამოდენიმე დეტალი რჩებოდა დასამთავრებელი და ყველაფერი მზად იქნებოდა.

Mმეტროს მთავარ სადგურზე ვდგავარ. ჩემს ორატორულ ენას კისერზე ვახვევ ხალხს:
-დღეს მე დავლუქავ სადგურს და ვიცხოვრებთ მიწის ქვეშ. ჩვენ ვერ გავალთ აქედან დიდი ხანი. მოგვიწევს ხელოვნური მზეებით გათბობა. მოგვიწევს სივიწროვე ყოფნა. Mმაგრამ ეს საჭიროა. ჩვენს გარეშე დაიღუპაბა კაცობრიობა. ატომური კატასტროფის მერე შეწყდება სიცოცხლე დედამიწაზე. 7 წელი დასჭირდება შლატების და რადიაციის გაწმენდას მიწიდან. მერე კი, ჩვენ ამოვალთ მეტროს სადგურიდან. ნატანჯი ხალხი. ჩენ ვიქნებით გმირები. ჩვენ ვიქნებით მომავალი!

ვინც მე მისმენს ყველა შიზოფრენიკია. 21 საუკუნის მანიაკალური მიდრეკილებებით შეპყრობილი და მზადაა იყოს ტყვე ამ ჯურღმულში. უმრავლესობა ამას ისინი შეგნებულად აკეთებენ. ჩვენს თაობას რეალურად ეშინია დიდი კატასტროფების. ხალხი ელის აპოკალიფსს. ხალხი ელის მესიას. ხალხს უნდა იყვნენ რჩეულები. მე მათ ვირჩევ. მე მათი მესია ვარ!

იმის მერე რაც მე ლიფტის საკეტზე კოდი ავურიე რომ არც მე და არც სხვას არ შეძლებოდა მეტროს სადგურში შემოღწევა მე გავხდი ღმერთი! მე მოვიგე არჩევნები! მე მოვირგე პოსტი. მე ხელოვნური მიწისქვეშა სამოთხის მფლობელი ვარ! ახლა კი რადგან უკვე ღმერთი ვარ. მინდა ჩემს ცოდვებზე გესაუბროთ.


Mმე ყველა პატიმარი დავხოცე. შევუშვი გაზი საკანში და ყველა დავხოცე! საქმე ითხოვდა მსხვერპლს. მე ხელები დავისვარე. თუმცა სხვაგვარად ვერ შევძლებდი. ეს არც ისეთი საშინელება იყო. მათ ეძინათ ლეთარგიულად. მე შემიყვარდა მათი გვამები. მათი სიკვდილი. მე არ მიგრძვნია სიბრალული. მე ვიგრძენი სიამაყე. ისინი იმ დიდ საქმეს შეეწირენ რასაც “აპოკალიფსი” წარმოადგენს. გვამები სათადარიგო კარიდან გავიტანე. ეს კარი საპყრობილის უკან არის. ის ერთადერთი კავშირია გარე სამყაროსთან იმის შემდეგ რაც მე ლიფტის კოდი ავურიე. კატასტროფის შემდეგ ლიფტით შეუძლებელია გაღწევა მეტროდან. თუნდაც იმიტომ რომ ნანგრევებში იქნება მოყოლილი. რაც შეეხება უკანა კარს მისი გაღება მხოლოდ ჩემი ცერა თითით არის შესაძლებელი და თან მხოლოდ შიგნიდან.
კარების შემდეგ გრძელი გვირაბი გავათხრევინე. ის ზღვის სანაპიროდან 3 კმ-ის მოშორებით მთავრდება წყალქვეშ. გვირაბით წყალქვეშა სადგურზე შედიხარ. რათქმა უნდა წყალქვეშა სადგურზე მოხვედრა მხოლოდ შიგნიდან არის შესაძლაბელი. შადგურზე წყალქვეშა გემია. Aმ გემის მეშვეობით კატასტორფის მერე ხალხი დედამიწას დაუბრუნდება. ამავე გზით გავიტანე მე გვამები დასამარხად.
Mმეორე ცოდვა, რომელსაც ჩავიდენ გაცილებით მასშტაბურია. ამ მასშტაბურობის გამო მას სტრატეგიულ ნაბიჯს დავარქმევ. მე გითხარით რომ დარტყმული გენიოსი ვარ. გიჟი გამომგონებელი. გარეკილი ფიზიკოსი. ჩემი გენია არასდროს მანებებს თავს! ის ჩემი ცხოვრების ნაწილია და მაიძულებს შევქმნა ისეთი საგნები და აპარატები რაც ჯერ სამყარომ არ იცის. რაც ჯერ სამყაროს არ ჭირდება.
მე მიყვარს ჩემი მეორე მე-დარტყმული გენიოსი! ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ. ჩვენ ერთად ვიქეცით ღმერთად.
ღმერთადქცევის მესამე დღეს მე საპყრობილის უკანა კარიდან დავტოვე მეტრო. წყალქვეშა სადგურზე ავიღე ჟანგბადის ბალონი და გასაბერი ნავი. წყლის ზედაპირზე ამოვყვინთე. მზე ნამდვილია. ზღვა ნამდვილია. მე ნამდვილი ვარ. მიყვარს ეს სამყარო. მეყვარება ის მკვდარიც როცა დავმარხავ. ჟანგბადის ბალონით ნავი გავბერე და კუნძულისკენ გავცურე. ამ კუნძულზე 10 წელია დავდივარ. აქ მიწისქვეშა ლაბურატორია მაქვს. სადაც ათას ფიზიკურ და ქიმიურ გამოკვლევებს ვატარებ. აქ ვინახავ ჩემს ყველაზე საყვარელ და მისტიურ საიდუმლოს. ახლა მე ის მზის შუქზე ამომაქვს და ნაჭერს ვხსნი. ეს არის ორი 20 და 10 ლიტრიანი ცისტერნა. 20 ლიტრიან ცისტერნაში ლურჯი ბლანტი სითხეა.
რომელიც რა თქმა უნდა ჩემმა დარტყმულმა ქიმიკოსმა მეორე მემ გამოიგონა. ეს არის ევოლუცია ქიმიაში. საკმარისია ეს სითხე გაიხსნას და შენ მიიღებ დიდ აფეთქებას. საკმაოდ მარტივია! მაგრამ მეცნიერებს არ აქვთ სითხე რომლითაც ამ ნივთიერებას გახსნიან. ტერორისტები ასეთი ქიმიური ნაერთების დამზადებაზე ნუ იოცნებებთ. ყველა ხომ არ იქნებოთ ჩემისთანა გენიოსი! ჯობია ისევ შაჰიდის ქამრებით განაგრძოთ ხალხის შეშინება.
Kკიდევ ერთი დეტალი, ჩემს დარტყმულ ქიმიკოს მეორე მეს თქვენთვის აქვს სიურპრიზი. 10 ლიტრიანი წითელი სითხე მეორე ცისტერნაში არის გამხსნელი!!!
Mმე მიყვარს ჩემი თავი გიჟი.Eეიოფორიული.აღტაცებული. აგზნებული. აგრესიული. ყველანაირი.
Mმე ამ სითხეებს სპეციალურად დამზადებულ კოლბაში ვასხამ. სიტემა მარტივადაა მოწყობილი. კოლბები ერთმანეთთან არის გადაბმული და წვრილი დრენაჟებით წითელი სითხე ლურჯი სითხეში შუში იღვრება. დაახლოებით 18 საათში მათ შორის არსებული აპკი დადნება. ლურჯი ნივთიერება დაიწყებს შეკუმშვას. წითელი გაშლას. და ბუმმმ!!! Dეს აფეთქება დედამიწის ყველა კონტინენტს გადაუვლის. 4 წუთში არცერთი სულიერი არსება აღარ იქნება დედამიწის ზურგზე. ადამიანებს მოგვიწევს თავიდან დავიწყოთ ყველაფერი.
ეხლა როცა ცისტერნები ცარიელია და ვცდილობ ცოტა დავისვენო, შეგიძლიათ მკითხოთ რატომ ვაკეთებ ამას.
Pპირველი მიზეზი ეგოისტურია. მე მინდა ვიყო ღმერთი. მე მინდა მწამდეს რომ ყველაფერი შემიშლია. ჩათვლეთ რომ ამას ჩემი თავის რწმენისთვის ვაკეთებ. Mმეორე მიზეზი არის ახალი რასის შექმნა, რომელმაც ევოლუცია უნდა მოახდინოს. ჩვენ გავუსწარით ტექნოლოგიებით ადამიანის შესაძლებობებს. ჩვენი რასა არ უნდა ჩამორჩეს სიახლეს. ახალ ცივილიზაცის ჭირდება გონებრივად გახსნილი. მოდიფიცირებული დე-ენ-ემ-ის კოდებით შექმნილი რასა. გენური ინჟინერიით მიღებული ჯამრთელი თაობა, გენიოსების თაობა, ულამაზესი ბავშვების თაობა. მორჩა! 21 საუკუნის ადამიანები დინოზავრები ვართ! ჩვენ ვიმსახურებთ გადაშენებას. ჩვენ დაცლილი ელემენტები ვართ. ჩვენ შეცვლა გვინდა.
მესამე უმთავრესი მიზეზი რატომაც მე ჩემით ვაფეთქებ ბომბს ადამიანის მოუთმენელი არსებაა. რა იქნება თუ 2 წელი არავინ მოაწყობს ატომურ აფეთქებას? 3 წელი? 4 წელი? დაიღლება ხალხი. მობეზრება ხელოვნური მზეები და მომავლის თაობებზე ფიქრი. უარმყოფენ მე და ღმერთიდან ვიქცევი სისხლისმსმელ ტირანად.
მეოთხე მიზეზი: ეს ჭირდება სამყაროს. წერტილი.

Mმე უკვე ღმერთი ვარ. მე არ შემიძლია ცოდვების ჩადენა. ჩემს საქციელს ვერავინ განიკითხავს. ჩემი ქმედება არის ჩემი ნება და განგება თქვენზე!!!

Mმე ამოვდივარ სანაპიროზე. მკვდარი ადამიანები ირუჯებიან. მკდარი ადამიანები ჭამენ ნაყინს. მკვდარი ადამიანები კოცნიან ერთმანეთს. მკვდარი ადამიანები უღიმიან ერთმანეთს. მკვდარი ადამიანები ხმაურობენ. ვიცი მე შემიყვარდება მათი
გვამები!!! პარკინგისთვის გამოყოფილ ადგილზე ჩემი მუსტანგი მელოდება. მისი წითელი სიგლუვე ირეკვას ნამდვილ მზეს და ნამდვილ მეს. მივდივარ სახლში. ვკრეფ კოდს ჭიშკარზე. ვკრეფ კოდს სახლის კარზე. ვკრეფ კოდს სარდაფზე. ვკრეფ კოდს ლიფტზე. წითელი წარწერა ეკრანზე აჩვენებს: კოდი არასწორია. მაფრთხილებს: თქვენ დაგრჩათ ბოლო ცდა.
აი აქ ვხვდები რომ თუ როდესმე გენიოსს რამე დაღუპავს ეს მისი დაუკვირვებლობაა. ამის გამო ხარშავდა აინშტაინი კვერცხების მაგივრად საათს! მე დამავიწყდა რომ კოდი ავურიე. რომ არავის არ შეძლებოდა შიგნით შეღწევა. სიმართლე ის იყო რომ შიგნით მყოფები ყველა დაიღუპებოდა. ამას აღარაფერი ეშველებოდა. სამყაროს რჩეული ადამიანები საცდელი ვირთხებივით მთელ ცხოვრებას შიგნით გაატარებდნენ. ახლა მთავარია ბომბი გამოვრთო რომ სამყარო ჩემი სიგიჟისგან ვიხსნა. მანქანაში ვჯდები. პედალს ვაწვები და რაც შეიძლება ვჩქარობ. სარკეში ჩანს პატრულის მანქანა. მიბრძანებს: გადააყენე!
ეს ის სიტყვები არ არის როგორც უნდა ელაპარაკო ღმერთს! დამპლები!
Mმაგრამ ეხლა აღელვებას აზრი არ აქვს. თუ პატრულმა დამიჭირა შეიძლება ხვალ დედამიწა დასრულდეს. ჯარიმას გამომიწერენ და მორჩა. თავისუფალი ვარ.
უფროსი ლეიტენანტი ესა და ეს. ხელი საფეთქელთან. და მეუბნება: იცით რა სიჩქარით მოძრაობთ?
ვიცი. რა თქმა უნდა ვიცი. როგორ უნდა აუხსნა იდიოტს რომ სამყაროს გადასარჩენად ვჩქარობ.
საბუთები.
აი აქ კიდევ ერთი პრობლემაა.
მე არ მაქ საბუთები. ღმერთს არ აქვს მართვის მოწმობა. ღმერთს არ ჭირდება საბუთები.
გადმოდი მანქანიდან! ხელები თავზე!-ეს ბრძანებაა. ეს ამპარტავნებაა.
რა ჰგონიათ ნაბიჭვრებს! მე ასე მარტივი სამართავი ვარ? მე არასდროს ვნებდები! ჩემი კაცად ყოფნის დროსMმე მოკრივე ვიყავი! 15 რუნდი ფეხზე ვიდექი და არასდროს ჩავვარდნილვარები ნოკაუტში. პატრულს რომელიც ჩემს ყოყმანს გრძნობს პისტოლეტისკენ მიაქვს ხელი და ცდილობს მანქანას მოშორდეს. მაგრამ მე სწრაფი ვარ, ოხ, როგორი სწრაფი ვარ. სწრაფი და გაბრაზებული. კარებს ვაღებ და ფეხებში ხვდება. მერე მუხლს ვურტყამ ცხვირში მთელი სისასტიკით. ჩემი ძარღვებიანი, კუნთებიანი ფეხი ცხვირიდან სისხლს ასხმევინებს. მე ვგრძნობ ძალას. მე ვგრძნობ დაკმაყოფილებულ სიამაყეს. მეორე პატრული იარაღის შესახსნელს ეწვალება. მისკენ მივრბივარ. ის ხედავს ჩემს ფართო მხრებს. ჩემს კუნთებს. ჩემს აგრესიას თვალებში. და გარბის. ჯდება მანქანაში. რაციას იღებს. მე მანქანიდან ორივე ხელით ვაგდებ ძირს. რაციის ხაზი იწელება. ის ასწრებს დახმარების გამოძახებას. მე აღარ მესმის სიტყვები. მე ჩემს ამპარტავნულ ემოციას ვიკმაყოფილებ. ფეხს ვადგამ სახეზე. ერთი. ორი სამი.
-Dდამპალო ლურჯ კოსტუმიანო პიდარასტო! მიიღე სასჯელი ღმერთისგან! გაუღიმე ჩემს 500$-იანი რეებოკის ძირებს. მიდი გაიღიმე!
Mეიფორიაში მეპარება მომენტი როცა მიჭერენ და ძირს მაგდებენ. მე ვკარგავ კონტროლს. მე მაქვს დუმილის უფლება. მე მაქვს...
-ღმერთს ყველაფრის უფლება აქვს Dდამპლებო!!!

Aაი ასე ვხვდები დეტექტივის კაბინეტში. ჩემი მონაყოლიდან გიჟი ვგონივარ.
გლობალური კატასტროფები. მეტროში ჩაკეტილი ხალხი. ბომბი კუნძულზე.
-ესეიგი შენ მესია ხარ ხომმმმმ...
Mდამცინის დეტექტივი. მკვდარი ადამიანი. რომლის გვამიც მე უნდა შემიყვარდეს დამცინის.
აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა.
ვუყვირი: 18 საათზე ნაკლებ დროში ყველაფერი გაქრება პლანეტაზე! მათ შორის შენი დეგრადირებული ტვინის უჯრედებიც!
Mჩემი აგრესია დეტექტივს ხუმრობის გუნებაზე აყენებს. ის ექიმს ურეკავს: მოდი შენთვის შიზოფრეენიის გენიალური მასალა მიზის კაბინეტში.
მე 5 საათი მიწევს ექიმთან ლაპარაკი რომ დავაჯერო კუნძულზე წასვლის აუცილებლობაში.
-კარგი წაგვიყვანე კუნძულზე-ამბობს ექიმი.
მე ექიმისთვის უნიკალური შემთხვევა ვარ. პირველივე დანახვიდან ვუყვარვარ.
ის მზადაა კუნძულზე წამომყვეს რომ დამანახოს, იქ არაფერი არ ხდება. ეს ჰალუცინაციია. ინსომნია. სიგიჟე. შეეგუე რეალობას და ყვალაფერი დამთავრდება.
ჩვენ მივდივართ კუნძულზე. ისინი პოულობენ ჩემი მეორე მეს გენიალურM მიწისქვეშა ლაბორატორიას. დეგრადირებული რასა!!! ცოცხალი რასა!
ახლა ჩემს ექიმს მე მანიაკი მკვლელი ვგონივარ! მე ბომბს ვანეიტრალებ და ღმერთს პოსტს ვტოვებ. ჩვეულებრივი ადამიანი ვხდები. მე მძულს ჩემი თავი. მე დავმარცხდი!
-შენ გიჟი ხარ!-გზაში მეჩურჩულება ექიმი-და ყველაზე დედანატირები გენიოსი ვინც მე მინახავს.
და მე მას ვუყვარვარ.
-გიჟი არ ვარ! მკვლელი ვარ!- ჩემი ხმა აღარ არის ხმა ზეციდან. მე აღმოვაჩენ რომ დაახლოებით ექიმის ტოლი ვარ სიმაღლით. და ის შეიძლება ჩემზე სიმპათიურიც იყოს!!!

სამი თვის შემდეგ მე მოსაწყენ სასამართლო დარბაზში ვზივარ. ნაღმერთალი კაცი. და ვუსმენ როგორ მიკითხავენ ბრალს. ექიმი ისევ ცდილობს დაამტკიცოს რომ მე გიჟი ვარ. მე სიტყვას მაძლევენ სათქმელად.
და აი მე ვდგავარ ხელბორკილებით. რაც ვარ! ვარ!
ახლა ჩემი ორატორული ენები დარბაზს ალოკავენ.
მე ვითხოვ ასანთს რომ ვაჩვენო მათ ჩემი ცხოვრება. მოსამართლე ყოყმანობს და მერე ნებას მრთავს.
-ადამიანებო თქვენ მე გგონივართ მანიაკი მკვლელი.
ჩემს თავში დარტყმული გენიოსი სათვალეებს ისწორებს. მე ასანთს ვიღებ კოლოფიდან.
-მე მინდა რაღაც გაჩვენოთ.
Mასანთს ვანთებ.
Mეხლა მთელი სამყარო მიყურებს. ტელევიზია. ინტერნეტი, რადიო. მე კამერაში მოთავსებული ღმერთი ვარ. მე ხმის გამაძლიერებელში ჩამწყვდეული ღმერთი ვარ. მე ინტერნეტის ქსელებში გაჭედილი ღმერთი ვარ.
D მე მაქვს უფლება ღირსეულად მოვიკლა თავი.
სამი
ვამბობ ხმამაღლა.
-ადამიანებო თქვენ მე გიჟი გენიოსი გგონივართ!
ადამიანები მიყურებენ ეკრანებზე და ტირიან ჩემს უბედურებას. მე მათ გულში ვარ. მე მათ ვუყვარვარ. მესიას ჭირდება ტრაგიკული აღსასრული. გიჟი ჩემს თავში ამბობს: ეს შენი წუთია! აიღე ეს წუთი! დატკბი ამ წუთით!
ორი
ერთადერთი რაც მე მევალება ანთებული ასანთის მიტანაა ბორკილების შუა ჯაჭვთან. რომელშიც ჩემი ნაგიჟარი მეორე მეს გამოგონებული ცვილისფერი ნივთიერება დევს. მე ეს ასაფეთქებელი კუნძულიდან წამოვიღე. 3 თვე საკანში ვმალავდი. ვყოყმანობდი თავის მოკვლას. მეშინოდა. სასამართლო დარბაზში შემოსვლამდე მეგონა რომ ვერ შევძლებდი, თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.
დაადებ ასანთს და ბუმ!!! რამდენჯერ გამიკეთებია ეს ცდა ლაბურატორიაში. რამდენჯერ მიცინია ხმის ჩახლეჩვამდე ჩემი ქმნილების სრულყოფილებაზე.
პატარა ნაპერწკალი და აღარ ხარ.
მე სასამართლოს დარბაზს ვავლებ თვალს. ორატორის პაუზა. დაუსმელი კითხვა: მგრძნოობთ მე? და სიჩუმეში გაშეშებული თვალები ამბობენ რომ მგრძნობენ! მგრძნობენ ! მგრძნობენ სულის ტკივილამდე!
-ადამიანებო თქვენ ცდებით. მე ღმერთი ვარ!!!
ერთი!!!
ასანთს ჯაჭვს ვადებ.
ასანთი ქვრება
ნოლი

ექიმის განმარტებით მე შიზოფრენიის ყველაზე რთული ფორმა მაქვს. მე აბებს ვყლაპავ საგიჟეთში. თუმცა მე მაქვს პრივილეგია. ჩემთან კონსულტაციაზე მეცნიერები დადიან. ისინი მე დიდ პატივს მცემენ. ექიმი ამბობს რომ მე გამოსწორების გზაზე ვდგავარ.
მან მე მასწავლა რომ ღმერთი არ ვარ. ისეთივე დამპალი ადამიანი ვარ როგორიც თქვენ.
ექიმი ამბობს რომ ეს პროგრესია.
ექიმი ამბობს რომ თუ მე ჩემს ეგოიზმს მოვერევი მე შევძლებ კაცობრიობას ბევრი კარგი გავუკეთო.
-მიდი ნაბიჭვარო მეცნიერო, გამაოცე!-მეუბნება ის რომ წამაქეზოს-ამისთვის სულ არ არის საჭირო იყო ღმერთი.
მე მიყვარს ჩემი ექიმი.
მე ვებრძვი ჩემს ეგოიზმს.
Dდა თუ თქვენ როდესმე აფთიაქის თაროებზე ნახავთ კიბოს წამლებს. ცე ჰეპატიტის სამკურნალო აბებს. თუ საავადმყოფოში გაგიკეთებენ შიდსის ვირუსის მკვლელ ვაქცინას. თუ ტელევიზორში მოისმენთ ზებგერით კოსმოსურ ხომალდებზე. მაღალი ტექნოლოგიების ახალ მიღწევებზე. ალუმინის რობოტებზე. იცოდეთ რომ ეს მე ვარ!
მე მოვერიე ჩემს ეგოიზმს!