ქარვასლაში დღეს თბილისის ტრანსპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორია თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება ~ტფილისის ჰამქარი~. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გაერთიანების თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, გამოფენა თბილისში პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცხენის რკინის გზის - კონკას ამოქმედების 127-ე წლისთვას ეძღვნება. ~თბილისში პირველი საზოგადოებრივი ტრანსპიორტი - ცხენის რკინის გზა - კონკა, 1883 წელს ამოქმედდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენლი იქნება ფოტოები, რომელიც კონკადან - ~ყვითელ ავტობუსებამდე" თბილისში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლას ასახავს~, - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, ყველა ფოტოს თან ერთვის განმარტებითი ბარათი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები და განმარტებები კი მოგვიანებით კატალოგის სახითაც გამოიცემა. ინტერპრესნიუსი |