ელ–ფოსტა
პაროლი

თუმანიშვილისა და ახმეტელის თეატრები ერთობლივი პრემიერისთვის ემზადებიან

თუმანიშვილისა და ახმეტელის თეატრები ერთობლივი პრემიერისთვის ემზადებიან.
12, 13 და 14 მარტს წარმოდგენილი იქნება ლალი კეკელიძის პიესა ~იქ, სადაც ჩემი სახლია...~ პრემიერა. სპექტაკლის რეჟისორი თავად პიესის ავტორია.
როგორც დღეს კინომსახიობთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე ლალი კეკლიძემ განაცხადა, სპექტაკლი აფხაზეთის ომის შედეგად მარტო დარჩენილი ხუთშვილიანი დედის ცხოვრების შესახებ გვიამბობს.
~დედა და შვილები დედაქალაქის გარეუბანში ~ხრუშოვკის~ ერთ ოთახიან ბინაში შეხიზნულან და სიღარიბის ხვედრს იზიარებენ. ეს არის დრამატული ამბავი ერთ-ერთ ქართული ოჯახის შესახებ, რომელიც დღევანდელ რეალობაში თავის გადარჩენას ცდილობს~, - განაცხადა კეკელიძემ.
მისივე თქმით, პრემიერის დღეებში სპექტაკლს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი უმასპინძლებს.
სპექტაკლში მონაწილეობენ ლამზირა ჩხეიძე, ქეთი ასათიანი, გიორგი ბოჭორიშვილი, მაია გელოვანი, ეკა დემეტრაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გაგა ჩიხლაძე და მარინა ხარჩილავა.

 

ინტერპრესნიუსი