ელ–ფოსტა
პაროლი

“გაღმა ნაპირი” რუსული “ოსკარის” ნომინანტად დასახელდა

"გაღმა ნაპირი" რუსული "ოსკარის" ნომინანტად დასახელდა.
რუსეთის კინოაკადემიამ ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის ნაციონალური კინემატოგრაფიული პრემია ~ნიკეს" 2009 წლის ნომინანტები.
ნომინანტებს შორის კატეგორიაში - "დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი" გიორგი ოვაშვილის ~გაღმა ნაპირიც" დასახელდა.
"გაღმა ნაპირს", როგორც ქართულ-ყაზახურ კოპროდუქციას, ფილმის ყაზახი პროდიუსერი საინ გაბდულინი წარადგენს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გიორგი ოვაშვილმა უარი თქვა ~ნიკეს" დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც 31 მარტს მოსკოვში გაიმართება.
"გაღამა ნაპირი", რომელმაც არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო უკვე მოიპოვა, 12 წლის ბიჭის შესახებ გვიამბობს, რომელიც დაჭრილი მამის საძებნელად აფხაზეთში მიდის.

 

ინტერპრესნიუსი