ელ–ფოსტა
პაროლი

ანიტა რაჭველიშვილის სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს გაიმართება

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს ლა-სკალას ქართველი სოლისტის ანიტა რაჭველიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება.
ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი, რომელიც საოპერო სამყაროს აღმოჩენად მოინათლა და წელს მილანის ლა-სკალაში სეზონის გახსნის პატივი ერგო, თბილისში თავის პირველ სოლო-კონცერტს გამართავს.
ვოკალური მუსიკის კონცერტი პროფესორ მანანა ეგაძის ხსოვნას ეძღვნება. მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვებერის, სენ-სანსის, მასკანის, არაყიშვილის, ჩილეას, ვერდის და ბიზეს არიებს შეასრულებს. ორკესტრს ავთანდილ მამაცაშვილი უდირიჟორებს.

 

ინტერპრესნიუსი