ელ–ფოსტა
პაროლი

სამხატვრო აკადემია დღეს დაარსებიდან 88 წლისთავს აღნიშნავს
2010-05-14 14:56:00 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დღეს დაარსებიდან 88 წლისთავს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით აკადემიის საგამოფენო დარბაზში - "აკადემია ჰოლი" საკონკურსო გამოფენა - "წლის ნამუშევარი" გაიხსნება. გამოფენისთვის შერჩეულია სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა საუკეთესო ნამუშევრები. გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოების ცერემონია 21 მაისს გაიმართება.

გიორგი ბუნდოვანის მინი-არტ-ფილმების ჩვენება
2010-05-14 11:40:00 
bundovaniპარასკევს, 19:00-ზე "NEW ART СAFE"-ში! გაიმართება მულტი-მედია არტისტისა და პოეტის, გიორგი ბუნდოვანის და მისი შემოქმედებითი არტისტული ჯგუფის--"სტიგმატები"-ს მძიმე-ანდერგრაუნდული მინი-არტ-ფილმების ჩვენება. დასწრება უფასოა. მისამართი-ორბელიანის 31 (კოლმეურნეობის მოედანთან)"
თეატრში
2010-05-07 16:18:00 
თეატრში "ათონელზე" დღეს სპექტაკლის "აგვისტოს სიგიჟე" პრემიერა გაიმართება.
პიესის ავტორი და რეჟისორია ნინო ბასილია. "აგვისტოს სიგიჟე" ტრაგიკომედიაა, რომელშიც მოთხრობილია სამი ამბავი ომსა და სიყვარულზე. პიესა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აგვისტოს ომსა და რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ემიგრანტების ყოფას ეხმაურება.

შეხვედრა შოთა იათაშვილთან
2010-04-28 16:18:00 
ხუთშაბათს, 29 აპრილს, 18 საათზე "კავკასიურ სახლში" შეხვედრა შოთა იათაშვილთან
არტ-კაფე “ქარავანში” დღეს ახალი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება
2010-04-20 10:46:00 
არტ-კაფე "ქარავანში" დღეს ახალი კატალოგის "ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია 1976-2009" პრეზენტაცია გაიმართება.
კატალოგი მომზადდა და გამოიცა ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

თავისუფალ თეატრში ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო გაიმართება
2010-04-19 09:52:00 
თავისუფალ თეატრში ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო 20- 21 აპრილს გაიმართება.

მარსიანი
2010-04-14 16:35:00 
პარასკევი, 16 აპრილი, 15 საათი
"კავკასიური სახლი"
მარსიანი
"პოეზიისა და მუსიკის გზაშესაყართან..!" --
(ლექსები ავტორების გარეშე)
გთხოვთ მობრძანდეთ
გ.ტაბიძის 20
შოთა იათაშვილის პოეტური საღამო და წერილების კრებულის პრეზენტაცია
2010-04-11 23:16:00 
შოთა იათაშვილის პოეტური საღამო და წერილების კრებულის პრეზენტაცია
გიორგი ბუნდოვანის კინო-პოეტური ხედვა
2010-04-07 16:07:00 
www.litsakhelebi.ge-ს ახალი არტ-კონკურსი
2010-04-07 11:45:00 
ძვირფასო იუზგარებო!

მოგეხსენებათ, ჩვენს საიტზე მიმდინარეობს ინტერნეტ-კონკურსების უწყვეტი ციკლი, რაც ნიშნავს, რომ ყოველი კონკურსის დასრულებისთანავე ცხადდება ახალი კონკურსის პირობები და ვადები. პრემიები და საპრემიო თანხები წესდება ყოველი კონკრეტული კონკურსის ჟანრიდან და თემატიკიდან გამომდინარე.უკვე ჩატარდა ორი კონკურსი: „ფოტოჰაიკუ" და „ეშმაკის ბორბალი" და გამოვლენილი არიან გამარჯვებულები. 

ვაცხადებთ მესამე კონკურსს, სახელად „მეტრო".

 


თბილისში დღეს ფრანსუა ლელუს და ვოლფგანგ გააგის კონცერტი გაიმართება
2010-04-07 11:44:00 
კულტურის სამინისტრში დღეს ცნობილი ფრანგი ჰობოისტის ფრანსუა ლელუს და გერმანელი ვალტორნისტის ვოლფგანგ გააგის კონცერტი გაიმართება.

ფესტივალი - “აღდგომიდან ამაღლებამდე” 7 აპრილს დაიწყება
2010-04-06 14:30:00 
ტრადიციული სააღდგომო ფესტივალი - "აღდგომიდან ამაღლებამდე" 7 აპრილს დაიწყება.
კონცერტები 7_11 აპრილს თბილისში გაიმართება. შემდეგ, ამაღლების დღესასწაულამდე 2 გასვლითი კონცერტი საქართველოს რეგიონებში - 13 აპრილს საჩხერეში, ხოლო 13 მაისს - ახალციხეში გაიმართება.
წლის საუკეთესო რეჟისორს 20 000 ლარი გადაეცემა
2010-03-31 13:43:00 
წლის საუკეთესო რეჟისორს 20 000 ლარი გადაეცემა.
თეატრალური პრემია "დურუჯი" – ხელოვნების სფეროში დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო - 20 000 ლარი, წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ავტორს წელს მეორედ გადაეცემა. საქველმოქმედო ფონდი "ცისკარი" განაგრძობს პრეტენდენტების განაცხადების მიღებას. პრემიის გაცემის განახლებული პირობების შესახებ ორგანიზატორები ხვალ, რუსთაველის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
პრემიის გაცემის პირობები შარშანდელისგან განსხვავებულია. წელს განახლებულია ჟიურის შემადგენლობა, დაცულია ჟიურის შემადგენლობის კონფიდენციალურობა, გამარჯვებული ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება.
თბილისში დღეს საქართველოს მოდის კვირეული იხსნება
2010-03-26 20:48:00 
თბილისში დღეს საქართველოს მოდის კვირეული იხსნება, რომელსაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი დიზაინერის ირაკლი ნასიძის მოდელების ჩვენება გახსნის.
კვირეულის ფარგლებში ქართველ, ესპანელ და ფრანგ დიზაინერთა 2010 წლის გაზაფხულ-ზაფხულის ჰაი-კუტურიე და 2010-11 შემოდგომა-ზამთრის “პრეტ-ა-პორტეს” ჩვენებების დახურვის ცერემონი გაიმართება. ასევე წარმოდგენილი იქნება შოუ-რუმი და კულტურული ღონისძიებები სტუმრებისათვის.
სალვადორ დალის სკულპტურები და ლითოგრაფიები წინანდლის მუზეუმში გამოიფინება
2010-03-25 10:36:00 

სალვადორ დალის სკულპტურები და ლითოგრაფიები წინანდლის მუზეუმში გამოიფინება.
ცნობილი ესპანელი სიურეალისტის, სალვადორ დალის ნამუშევრების ექსპოზიცია საქართველოში 7 აპრილს გაიხსნება. სალვადორ დალის ფონდთან მოლაპარაკებები "ენ გალერეამ" და წინანდლის მუზეუმმა ერთობლივად აწარმოეს. სალვადორ დალის ფონდი თანახმაა საქართველოში ცნობილი ხელოვანის რამდენიმე სკულპტურა და ლითოგრაფია გამოფინოს. დეტალური ინფორმაცია ნამუშევრის ჩამოსვლის დროის, ასევე სადაზღვევო თანხის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
წინასწარი ინფორმაციით, დალის ნამუშევრების გამოფენა საქართველოში 2 თვის განმავლობაში დარჩება.

 

ინტერპრესნიუსი

ბრიტანეთის საბჭო და ეროვნული მუზეუმი მოძრავი გამოფენის - “დარვინი დღეს” პრეზენტაციას გამართავ
2010-03-22 10:18:00 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ბრიტანეთის საბჭოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოძრავი გამოფენის "დარვინი დღეს" პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი, რომლის პრეზენტაციაც 22 მარტს შედგება, დარვინის დაბადებიდან 200 და მისი ნაშრომის "სახეობათა წარმოშობა" პუბლიკაციის 150 წლისთავს ეძღვნება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დმანისის უახლესი აღმოჩენების ფოტო და ვიდეო მასალა.
მოძრავ გამოფენაში შედის ასევე, დარვინის ბიოგრაფიისა და მისი მეცნიერული ღვაწლის ამსახველი 20-მდე ქართულ-ინგლისური პოსტერი. გამოფენა შემდგომში ილიას უნივერსიტეტს

 

ინტერპრესნიუსი

www.litsakhelebi.ge-ს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
2010-03-21 15:21:00 
შოთა გაგარინიკვირას, 21 მარტს, მუშტაიდის პარკის ეშმაკის ბორბალზე ლიტერატურული პორტალის www.litsakhelebi.ge-ს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. საკონკურსოდ წარმოდგენილი 36 ნაწარმოებიდან ჟიურიმ (ნანა აკობიძე, შოთა იათაშვილი, შოთა გაგარინი, ალეკო ცქიტიშვილი) ხუთი საუკეთესო შეარჩია. კონკურსში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოები თემაზე «ეშმაკის ბორბალი», რომლის პირობები (დრო, ადგილი, პერსონაჟები, დამატებითი დეტალები) გამოქვეყნებული იყო საიტზე www.litsakhelebi.ge.
არტ-კონკურსით "ეშმაკის ბორბალი" დაინტერესებულთა საყურადღებოდ!
2010-03-18 17:35:00 
კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების ავტორთა გამოვლენა და დაჯილდოება მოხდება კვირას, 21 მარტს, 13 საათზე მუშტაიდის პარკის "ეშმაკის ბორბალთან".
გალერეა ”9”-ში გამოფენა ”წითელი” გაიხსნება
2010-03-18 10:58:00 

გალერეა "9"-ში დღეს გამოფენა გაიხსნება, რომლის სახელწოდებაა - "წითელი".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ანთაძის, ანტონ ბალანჩივაძის, ნინო მოსეშვილის, მაკა ბატიაშვილის, თიკა ჩხიკვიშვილის, ავთანდილ გურგენიძის ნამუშევრები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, ყველა ნამუშევარი შესრულებულია ერთ ფერში - წითელში. გამოფენა გუდიაშვილის 9 ნომერში 24 მარტამდე გაგრძელდება

 

ინტერპრესნიუსი

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია წეროვანში მეორე ფოტოსესიას გამართავს
2010-03-17 10:17:00 
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია დღეს წეროვანში ფოტოპროექტის ფარგლებში მეორე ფოტოსესიას გამართავს.
პროექტი "რამდენიმე ეპიზოდი დევნილთა ცხოვრებიდან" წეროვანში ჩასახლებულ დევნილთა ცხოვრების ყოველდღიურობას და ყოფიერებას ფირზე ასახავს. პროექტის უნიკალურობა და თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრები დევნილთა ცხოვრების სხვდასხვა ეპიზოდებს ფირის ფოტოკამერებით იღებენ და ფირებს საკუთარი ხელით ამჟღავნებენ. ფოტოსესიების დასრულების შემდეგ ასოციაციის წევრები საკუთარი ხელით გამჟღავნებულ ფირებს ასოციაციის ლაბორატორიაში პროექციული ბეჭდვის მეთოდით ქაღალდზე თავადვე დაბეჭდავენ.
თბილისში მსგავსი ტიპის - ხელით ნაბეჭდი ფოტოების გამოფენა წლებია, არ გამართულა, ამიტომაც, ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრთა მიერ შესრულებული ფოტოგამოფენა სერიოზული განაცხადია თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაში. ფოტოპროექტი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
გოეთეს ინსტიტუტში გია გოგატიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
2010-03-16 14:22:00 

გოეთეს ინსტიტუტში დღეს ქართველი ფოტოხელოვანის, გია გოგატიშვილის გამოფენა - „ბერლინის ცის ქვეშ" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც ფოტოხელოვანმა გასული წლის ზაფხულში ბერლინში გადაიღო.
ეს ფოტოგრაფის მეოთხე პერსონალური გამოფენაა და ფოტოსერიის - "ფრანგული პეიზაჟი" გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც შარშან ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში გაიმართა.
გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება და 6 აპრილამდე გაგრძელდება.

 

ინტერპრესნიუსი

შეხვედრა ბაჩო კვირტიასთან
2010-02-24 19:36:00 

 

ხუთშაბათს, 25 თებერვალს, 18 საათზე, "კავკასიურ სახლში"

გაიმართება შეხვედრა მწერალ ბაჩო კვირტიასთან

მისამართი: გალაკტიონის 20 

 

ექო არქივიდან/ 1920-1950
2010-02-24 14:57:00 


25 თებერვალი, ხუთშაბათი, 17 საათი. სამხატვრო აკადემიის დიდი გალერეა

ექო არქივიდან/ 1920-1950 თბილისის სახელმწიფოს სამხატვრო აკადემია

 გამოფენა წარმოადგენს, სამხატვრო აკადემიის დაარსებიდან 50-იანი წლების ჩთვლით მის არქივში არსებული ფერწერული - სადიპლომო და საკურსო ნამუშევრების თავმოყრას; გაბაშვილი, თოიძე, ახვლედიანი, თურქია, ხახუტაშვილი, მაისურაძე, ციმაკურიძე, შერპილოვი, ბეჟანიშვილი, ბოიახჩევი , სუმბათაშვილი , ჯაფარიძე, მიშინი, სულავა , მეძმარიაშვილი, ლონგო, ქუთათელაძე, ჯინჭარაძე და სხვ.

ნენე კვინიკაძის და თომა ჩალაძის პერფორმანსი
2010-02-24 14:51:00 
25 თებერვალს, 20 საათზე

კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ

თომა ჩალაძის (DJ) და ნენე კვინიკაძის (პროზაიკოსი) პერფორმანსს

ბილეთის ფასი 5 ლარი

შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს (პროზაიკოსი) პერფორმანსს

რუსთაველის გამზირი # 28
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში
2010-02-15 20:23:00 

 

სამშაბათს, 16 თებერვალს,

. პუშკინის

ევგენი ონეგინი

რეჟისორი: ირინა გაჩეჩილაძე
პიესის კომპილაცია: ბესო ხვედელიძე

დასაწყისი 8 საათზე

მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარი
2010-02-15 20:15:00 
 

19 თებერვალი
ლალი კეკელიძე
პუნქტი №0"
რეჟისორი - ლალი კეკელიძე

20 თებერვალი
გურამ დოჩანაშვილი
ორნი აქა, იქა
რეჟისორი - ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი

21 თებერვალი
ეჟენ იონესკო
მელოტი
მომღერალი ქალი"
რეჟისორი - ზურაბ გეწაძე

სპექტაკლების დასაწყისი
19
საათზე
ბილეთის ღირებულება 7-10 ლარი

მისამართი: . აღმაშენებლის გამზ. №164
ტელ:34 28 99

ლადო ბურდულის კონცერტი
2010-02-14 18:41:00 
კვირას, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს - სპეციალური სიურპრიზი შეყვარებულთათვის მაგთიკლუბისაგან:

ლადო ბურდულის აკუსტიკური საღამო
"სიმღერები სიყვარულზე"

20:00 გახსნა
22:00 LIVE
0:30 დისკოთეკა დილამდე

არტისტის მოთხოვნით პიურველ 5 გოგოსთვის Free Entry
& სპეციალური DISCOUNT!!!

ბილეთის ღირებულებაში (20 ლარი) შედის საჩუქარი მაგთიკლუბისაგან - თითო ლუდი თითოეული სტუმრისათვის.

Strict Face/Age Control
ცხელი ხაზი: 8 99 49 44 97
პაატა შამუგიას პოეზიის საღამო
2010-02-10 18:35:00 

 

კლუბი ROCK CLUB (მისამართი რუსთაველის გამზირი # 28) და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ

11 თებერვალი 8 საათი

პაატა შამუგიას პოეზიის საღამო

მუსიკა: ეკო და პარალელური თაობა

ანტიტყაოსანი, rock-poetry, მეტი ტექსტი, ნაკლები იდეალები

ბილეთის ფასი: 3-დან 5 ლარამდეშემოსული თანხიდან 70 პროცენტი გადაერიცხება საღამოს მონაწილეებს.

წიგნის "ილია სამეგრელოში" პრეზენტაცია
2010-02-10 18:25:00 

 

12 თებერვალს, 16:00 საათზე,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
საგამოფენო დარბაზში გაიმართება წიგნის "ილია სამეგრელოში" პრეზენტაცია.

თამაზ ექვთიმიშვილის რომანის პრეზენტაცია
2010-02-10 18:23:00 

 

12 თებერვალს, 18 საათზე, კინოთეატრ “ამირანის“ ლიტკაფეში გაიმართება თამაზ ექვთიმიშვილის რომანის „აქ, იმ ქალაქში" პრეზენტაცია 

სტეფანი მეიერის "ბინდის" პრეზენტაცია
2010-02-10 17:59:00 

 

12 თებერვალს 17: 30-ზე, შ.რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული სტეფანი მეიერის "Twilight"-ის ქართულად ნათარგმნი ვერსიის "ბინდის" პრეზენტაცია.
გაიმართება ვიქტორინა, გათამაშდება პრიზები, გაიყიდება წიგნები.
სტუმრებს სასურველია ეცვათ შავი და წითელი.

ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო
2010-02-10 17:39:00 

12 თებერვალი, პარასკევი, 19:00 საათი


მოზარდ მაყურებელთა თეატრი, აღმაშენებლის პროსპექტი №99/1
გურამ წიბახაშვილის გამოფენა
2010-02-10 17:35:00 

 

12 თებერვალს, 17 საათზე გალერეა “კოპალა“ გიწვევთ გურამ წიბახაშვილის გამოფენაზე

რუსთაველის თეატრი
2010-02-10 17:32:00 

 

11 თებერვალი
ფელისიენ მარსო
"კვერცხი"
რეჟისორი - სანდრო მრევლიშვილი
-----------------------------------
13 თებერვალი
უილიამ შექსპირი
"შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ"
რეჟისორი - რობერტ სტურუა
------------------------------------
17 თებერვალი (მცირე სცენა)
ჯონათან ლივაი
"ვარდნილი სხეულები"
რეჟისორი - ჯონათან ლივაი
-------------------------------------
დასაწყისი 19:45 საათზე

 

თუმანიშვილის თეატრი
2010-02-10 17:31:00 

 

12 თებერვალი
ლაშა ბუღაძე
" 7 პ პ "
რეჟისორი - ზურაბ გეწაძე
-----------------------------------
13 თებერვალი
გურამ დოჩანაშვილი
"ჰარალეთი, ჰარალეთი"
რეჟისორი - ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი
------------------------------------
14 თებერვალი
ტენესი უილიამსი
"კამინო რეალი"
რეჟისორი - ჰილარი ვუდი
-------------------------------------
დასაწყისი 19 საათზე
ტელ.: 34 28 99

საბავშვო წიგნების პრეზენტაცია
2010-02-10 17:30:00 

 

კვირას, 14 თებერვალს, 14 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში გამომცემლობა "პეგასი" გიწვევთ ორი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე: ჯანი როდარის "აჩრდილი-გონდოლა" და ირმა მალაციძის "ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში". დასწრება თავისუფალია.

გაგა ნახუცრიშვილის პოეზიის საღამო
2010-02-04 00:00:00 
4 თებერვალს, ხუთშაბათს , "კავკასიურ სახლში" გაიმართება გაგა ნახუცრიშვილის ლიტერატურული საღამო. დასაწყისი 18:00 საათზე მისამართი: გალაკტიონის ქ. 20 (სოლოლაკი, ძველი მერიის შენობასთან)
გიორგი მაისურაძის ლექცია
2009-09-14 20:07:00 

ხვალ, 15 სექტემბერს, 16 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელწმიფო უნივერსიტეტში, 101 აუდიტორიაში, გაიმართება გიორგი მაისურაძის ლექცია „ფრიდრიხ ნიცშე და კონტრკულტურა". გიორგი მაისურაძე უკვე თერთმეტი წლის მანძილზე გერმანიაში მომუშავე ფილოსოფოსია. ქართული აუდიტორიისთვის იგი ცნობილია ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" სისტემატიურად გამოქვეყნებული ესეისტიკით. 

ლიბ.გე-ს და
0000-00-00 00:00:00 

 

18 თებერვალი, 8 საათი, “Rock Club" 

ტექსტი - კატო კიკაბიძე, მუსიკა- ლევან ქუთათელაძე და ალეკო კაჭარავა, პერფორმანსი - დავით ჩიხლაძე.

ბილეთის ფასი 3-დან 5-ლარამდე. რუსთაველის 28, ოპერის წინ.

ლიბ.გე-ს და
0000-00-00 00:00:00 

 

18 თებერვალი, 8 საათი, "Rock Club" 

ტექსტი - კატო კიკაბიძე, მუსიკა- ლევან ქუთათელაძე და ალეკო კაჭარავა, პერფორმანსი - დავით ჩიხლაძე.

ბილეთის ფასი 3-დან 5-ლარამდე. რუსთაველის 28, ოპერის წინ.

ლიბ.გე-ს და
0000-00-00 00:00:00 

 

18 თებერვალი, 8 საათი, "Rock Club" 

ტექსტი - კატო კიკაბიძე, მუსიკა- ლევან ქუთათელაძე და ალეკო კაჭარავა, პერფორმანსი - დავით ჩიხლაძე.

ბილეთის ფასი 3-დან 5-ლარამდე. რუსთაველის 28, ოპერის წინ.