ელ–ფოსტა
პაროლი

ფესტივალი - “აღდგომიდან ამაღლებამდე” 7 აპრილს დაიწყება

ტრადიციული სააღდგომო ფესტივალი - "აღდგომიდან ამაღლებამდე" 7 აპრილს დაიწყება.
კონცერტები 7_11 აპრილს თბილისში გაიმართება. შემდეგ, ამაღლების დღესასწაულამდე 2 გასვლითი კონცერტი საქართველოს რეგიონებში - 13 აპრილს საჩხერეში, ხოლო 13 მაისს - ახალციხეში გაიმართება.
მე-5 საიუბილეო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი მევიოლინე მარინა იაშვილი.
ფესტივალი, კლასიკურ მუსიკასთან ერთად, სასულიერო და ტრადიციულ მუსიკას უწევს პოპულარიზაციას.
მარინა იაშვილთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები და ახალგაზრდა შემსრულებლები.
2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, აკაკი რამიშვილის ფონდთან - "ტრადიცია და ინოვაცია" ერთად დააფუძნა, საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე". ფესტივალზე დასწრება უფასოა.

 

ინტერპრესნიუსი