კულტურის სამინისტრში დღეს ცნობილი ფრანგი ჰობოისტის ფრანსუა ლელუს და გერმანელი ვალტორნისტის ვოლფგანგ გააგის კონცერტი გაიმართება. ევროპელი შემსრულებლები თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან - "საქართველოს სიმფონიეტასთან" ერთად დაუკრავენ, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერაა დაფუძნებული. კონცერტზე შესრულდება ბახისა და როსინის ნაწარმოებები. კონცერტი სამინისტროს დარბაზში 19.00 საათზე დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კონცერტით საფუძველი ჩაეყრება ახალ ტრადიციას - ყოველ პარასკევს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტოში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. ინტერპრესნიუსი |