ელ–ფოსტა
პაროლი

არტ-კაფე “ქარავანში” დღეს ახალი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

არტ-კაფე "ქარავანში" დღეს ახალი კატალოგის "ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია 1976-2009" პრეზენტაცია გაიმართება.
კატალოგი მომზადდა და გამოიცა ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
დასურათებული კატალოგი მოიცავს 1976-2009 წლებში გადაღებულ ქართულ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმებს. ფილმოგრაფია წარმოადგენს გიორგი კოპაძისა და ქეთევან ლორთქიფანიძის ავტორობით 1978 წელს გამოცემული იმ ფილმოგრაფიის გაგრძელებას, რომელშიც თავმოყრილია 1916_1975 წლებში გადაღებული ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. კატალოგი შეადგინეს კინომცოდნეებმა ლიანა ხოშტარიამ და არჩილ შუბაშვილმა.
ეროვნული კინოცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული იყო 2000-იანი წლების ქართული კინოს 4 კატალოგი. ამდენად, ქრონოლოგიური სისტემატიზაციის მიღმა დარჩა მხოლოდ გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში შექმნილი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული კინოსურათები.
ახალი ფილმოგრაფია მოიცავს 326 ფილმს და მასში შესულია კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და დამოუკიდებელ სტუდიებში შექმნილი ნამუშევრები.

 

ინტერპრესნიუსი